რა "კლავს" მტვერსასრუტს - შეცდომები, რომლებიც მას საგარანტიო ვადის გასვლამდე დააზიანებს


მტვერსასრუტი ნებისმიერი დიასახლისის განუმეორებელი დამხმარეა, მის გარეშე სახლის დალაგება უკვე წარმოუდგენელია, თუმცა ხშირად, ჩვენდა უნებურად, ისე ვიქცევით, რომ ყველაზე ძვირადღირებული მოდელიც კი შესაძლოა მანამდე "მოვკლათ", სანამ გარანტიის ვადა გაუვა.
მოდით ვნახოთ, რა არ უნდა გავაკეთოთ მტვერსასრუტით, თუ გვინდა, რომ ის რაც შეიძლება დიდხანს და ერთგულად გვემსახუროს.

არსებობს ერთი ცნობილი ლაიფ ჰაკი, რომლის თანახმადაც მატრასს უნდა მოაყაროთ სოდა, გააჩეროთ გარკვეული პერიოდი და შემდეგ მტვერსასრუტით დაამუშაოთ. მომხიბვლელად ჟღერს, თუმცა ამით მტვერსასრუტი შესაძლოა მყისიერად მოსპოთ. საქმე ის გახლავთ, რომ სოდა ძალიან წვრილი ნაწილაკებისაგან შედგება,
რომელიც მარტივად აღწევს ფილტრში და შესაძლოა მტვერსასრუტის ძრავამდეც კი მიაღწიოს. 
ასევე არ არის მიზანშეწონილი მტვერსასრუტით წყლის აღება, გეთანხმებით, ეს ძალიან მოსახერხებელია, თუმცა წყალმა და ნესტმა შესაძლოა ძალიან ადვილად დააზიანოს ტექნიკა.
არც ცოცხის მტვერსასრუტით ჩანაცვლებაა რეკომენდებული. ეს ტექნიკა იმისთვის არის შექმნილი, რომ გაგვიმარტივოს ცხოვრება და მარტივად ავიღოთ მტვერი, თმა, ქერტლი, ბეწვი და ა.შ. მაგრამ არა წინდები, ქაღალდები და მსგავსი დიდი ზომის ნივთები. არც ბასრი ნივთების ან გატეხილი ჭურჭლისთვის გირჩევთ მტვერსასრუტის გამოყენებას, მსგავსი ნაგავი უმჯობესია ცოცხით აიღოთ და აქანდაზით პირდაპირ გადაყაროთ ურნაში.

თუ გინდათ, რომ თქვენი საყვარელი ტექნიკა დიდხანს გემსახუროთ, აუცილებლად უნდა გაუწმინდოთ, გაურეცხოთ ფილტრი რეგულარულად. ეს აუცილებელია, რადგან ჭუჭყიანი ფილტრი ხელს უშლის შეწოვას და მეორე, ის იწოვს სუნებსაც და ჭუჭყიანმა ფილტრმა დალაგების შემდეგ შესაძლოა სახლში უსიამოვნო სუნიც დატოვოს. თუმცა, მარტო გარეცხვაც არ შველის საქმეს. პერიოდულად ის გამოცვლასაც საჭიროებს.

არც დენის წყაროში ჩართულის დატოვებას გირჩევთ, მართალია, ეს მას არ მაშინვე არ გააფუჭებს, თუმცა მომსახურების ვადა შესაძლოა შეუმციროს.
ასვე აუცილებელია ყოველი დალაგების შემდეგ მტვერსასრუტის ჯაგრისი გაათავისუფლოთ ადამიანის თმისა თუ ცხოველის ბეწვისგან, რადგან მამთ შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნან თქვენს ტექნიკას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები