ეს 5 ნივთი არასდროს არ უნდა გარეცხოთ სარეცხის მანქანაში

ექსპერტები გვირჩევენ, ეს ნივთები ან ქიმწმენდაში ჩააბაროთ ან ხელით გარეცხოთ.

ბიუსტჰალტერი

ასეთ ნივთთა კატეგორიას მიეკუთვნება ბიუსტჰალტერი. სანამ ამ ნივთის სარეცხის მანქანაში შეგდებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ის რისკები, რაც ამ პროცედურას შეიძლება მოჰყვეს. დავიწყოთ იმით, რომ ბიუსტჰალტერის რკინებმა შესაძლოა დააზიანოს თქვენი სარეცხს მანქანის დოლურას კედლები, ხოლო შესაკრავმა  - სხვა სარეცხი. გარდა ამისა, დიდი შანსია იმისა, რომ ბიუსტჰალტერის შესაკრავი რეცხვის დროს სხვადასხვა რამეს წამოედოს და ამის გამო თავად ბიუსტჰალტერმა ფორმა დაკარგოს. ასე რომ, ეს დელიკატური ნივთი უმჯობესია ხელით გარეცხოთ.

ჰალსტუხი

ჰალსტუხი, როგორც
წესი, დელიკატური ქსოვილისგან მზადდება, მანქანაში რეცხვის დროს კი, სწრაფ რეჟიმზეც კი, დიდი შანსია იმისა, რომ თქვენმა ჰალსტუხმა ფორმა დაკარგოს. ეს ის ნივთია, რომელიც აუცილებლად ხელით უნდა გაირეცხოს ან ქიმწმენდაში უნდა დამუშავდეს.

ღილებიანი და ელვაშესაკრავიანი ნივთები

ღილები ან თუნდაც ელვაშესაკრავი ძალიან მარტივად შეიძლება გაიჭედოს დოლურაში და დააზიანოს სხვა ნივთებოც და თავად ნივთიც დაზიანდეს, რა თქმა უნდა, შესაძლოა სარეცხის მანქანასაც კი შეექმნას პრობლემები. ექსპერტები გირჩევენ, ასეთი ნივთების რეცხვის დროს ღილები და ელვა შესაკრავი აუცილებლად შევკრათ.
რაც შეეხება დეკორატიული ელემენტებით გაფორმებულ სამოსს, იქნება ეს ბისერები, თვლები თუ სხვა რამ, ასეთი სამოსი აუცილებლად ხელით უნდა გაირეცხოს.

ბავშვის წინდები

ჩვილი ბავშვის ნივთები და განსაკუთრებით წინდები სარეცხის მანქანაში არ უნდა ირეცხებოდესო, - ამბობენ ექსპერტები. საქმე ის არის, რომ ციცქნა ნივთები ძალიან მარტივად შეიძლება აღმოჩნდეს სარეცხის მანქანის დრენაჟის ხვრელში, რამაც, თავადაც ხვდებით, რომ შესაძლოა მოწყობილობის დაზიანება გამოიწვიოს. თუ ხელით რეცხვის დრო და ნერვები არ გაქვთ, გირჩევთ შეიძინოთ სპეციალური ბადეები, რომელშიც შეიძლება მოთავსდეს მსგავსი ტიპის სარეცხი და ისე გაირეცხოს.

აბრეშუმის ნივთები

აბრეშუმის ნივთების უმეტესობა, ისევე, როგორ შალის, ქიმწმენდას მოითხოვს, ეს სამოსს იარლიყზეც აქვს მითითებული. სარეცხის მანქანაში რეცხვის დროს გარდა იმისა, რომ აბრეშუმის ნაწარმი უბრალოდ ფორმას დაკარგავს, ის შესაძლოა დაიხეს კიდეც. ისიც გახსოვდეთ, რომ ხელით რეცხვის დროსაც კი, არსებობს სპეციალური საშუალებები შალისა და აბრეშუმის ნაწარმის გასარეცხად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები