აბა, გაიხსენეთ, როდის შეიხედეთ ბოლოს სამზარეულოს ან აბაზანის ნიჟარის ქვეშ განთავსებულ კარადაში? იქნებ სპეციალურად არიდებთ თავს ამ ადგილს იმის გამო, რომ არც კი გახსოვთ, ბოლოს როდის დაალაგეთ და რა გაქვთ იქ შენახული.
კარადა ნიჟარის ქვეშ, როგორც წესი, ის ადგილია ხოლმე, სადაც დიასახლისები ათას უსარგებლო ნივთს ინახავენ, ერთგვარი საკუჭნაოა ხოლმე.
პროფესიონალი დამლაგებლები გვირჩევენ, სამზარეულოს დალაგება სწორედ ამ წერტილიდან დავიწყოთ ხოლმე. ასევე ამბობენ, რომ ჯობს ეს ადგილი მხოლოდ სამზარეულო წმენდისთვის განკუთვნილ ინვენტარს დავუთმოთ. სხვა ყველა ნივთი ამ ადგილს უნდა მოაშოროთ. ასე ეს
სივრცე ბევრად ორგანიზებული და შესაბამისად, მოწესრიგებული გექნებათ.
ამ ადგილზე არ ღირს ნაგვის პაკეტების, ან სარეცხის მანქანის ტაბლეტების შენახვა, მათ სხვა ადგილი მიუჩინეთ.
არც აგრესიული ქიმიური საწმენდი საშუალებების ადგილია ნიჟარის ქვეშ არსებული სივრცე. მსგავსი საშუალებები მაქსიმალურად უნდა მოაშოროთ ისეთ ადგილებს, სადაც ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ წვდომა.
ადვილად აალებადი ნივთებიც ისევე საშიშია და არა მხოლოდ ბავშვებისთვის, ამიტომ მათი ადგილი სამზარეულოში და თან ნიჟარის ქვეშ ნამდვილად არ არის.
ჩაის ტილოები და ქაღალდის ხელსახოცები საფრთხილო ნივთებია, რომელთა შენახვაც ნიჟარის სიახლოვეს ერთი შეხედვით ძალიან მოსახერხებელია, თუმცა წყლის გაჟონვის შემთხვევაში ის აუცილებლად დაზიანდება.
იმავე მიზეზით არ გირჩევთ აქ შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვების განთავსებას. და ბოლოს წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ნამდვილად არ არის ის ინვენტარი, რომელიც შესანახად სწორედ ამ ადგილს იმსახურებს. უმჯობესია, მათ სხვა ადგილი მოუძებნოთ.
იმისათვის კი, რომ ეს ადგილი ყოველთვის მოწესრიგებული გქონდეთ, გამოიყენეთ ორგანაიზერი და წყალგაუმტარი ფარდაგი, რაც ხელს შეუშლის ობის წარმოქმნას.