იატაკის წმენდა ერთგვარი ხელოვნებაა, ის ყველას როდი გამოსდის კარგად, პრიალა იატაკი, იქნება ეს პარკეტი, ლამინატი თუ კერამიკული ფილა, არც თუ ადვილი შესასრულებელი ამოცანა და შედეგია.
დღესდღეობით იატაკის საწმენდი უამრავი საშუალება არსებობს, იქნება ეს ჯოხი თუ სითხე, თუმცა ყველა როდი ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას სათანადოდ. არადა, სუფთა იატაკი, გარდა იმისა, რომ ლამაზია და სახლს სიმყუდროვეს სძენს, ჩვენი ჯანმრთელობის გარანტიაც არის. მაშ ასე, მოდით ვნახოთ, როგორ უნდა მოვწმინდოთ იატაკი ისე, რომ შედეგი იდეალური დადგეს.
დავიწყოთ ჯოხით.
მსგავსი ტიპის ჯოხი, რომელსაც, როგორც წესი,
საკუთარი სათლიც მოჰყვება გასაწურად, ძალიან პრაქტიკულია, თუმცა, არცთუ ეფექტური, რადგან ნაჭერი, შემადგენლობიდან გამომდინარე, ვერ აგროვებს კარგად მთელ მტვერს. გარდა ამისა, ჯოხის თავი კარგად შრობას მოითხოვს მოხმარების და გარეცხვის შემდეგ, რომ არ დაობდეს და უსიამოვნო სუნი არ გაუჩნდეს.
მიკროფიბრის მასალით დამზადებული თავი იდეალურად ერგება ყველანაირ ზედაპირს, ის მანქანაშიც ადვილად ირეცხება და მოსახმარადაც ძალიან პრაქტიკულია.
ლინოლეუმისა და ფილების საწმენდად ძალიან პრაქტიკულია მრგვალთავიანი საწმენდი ჯოხები თავისი საწური სათლით, რომელიც კარგად აშრობს და წმენდს იატაკს, თუმცა თავი ხშირად უნდა უცვალოთ და კარგად გააშროთ.
ორთქლით საწმენდი საშუალება იდეალური ვარიანტია ფილებისა და ლინოლეუმის საწმენდად.
დღესდღეობით ყველაზე პოპულარული და შეიძლება ითქვას, პრაქტიკულიც ელექტრო საწმენდი ჯოხია, რომელიც მშვენივრად ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ერთადერთი მისი მინუსი შესაძლოა იყოს ის, რომ განიერი პირის გამო კარგად ვერ წმენდს კუთხეებს.
რაც შეეხება საწმენდ სითხეებს, გვინდა გითხრათ, რომ იდეალური ვარიანტებია სარეცხის ფხვნილი, კარგად გახსნილი წყალში, ასევე ჭურჭლის სარეცხი ჟელე, თეთრი ძმარი და სპირტი. ეს საშუალებები, გარდა იმისა, რომ მართლაც კარგად წმენდს, დეზინფექციასაც უკეთებს იატაკის ზედაპირს.
და ბოლოს, სანამ იატაკის წმენდაზე გადახვალთ, ჯერ მტვერსასრუტით გამოწმინდეთ კარგად და შემდეგ მოწმინდეთ კარგად გაწურული და არა სველი ტილოთი. დააცადეთ, რომ კარგად გაშრეს. მოწმინდეთ კუთხეებიდან ცენტრის მიმართულებით.