როგორ შევინახოთ მწვანილი მაცივარში დიდი ხნით - ყველაზე პრაქტიკული მეთოდი

ქორფა, ახალდაკრეფილ მწვანილს სულ სხვა გემო აქვს და უფრო სასარგებლოც არის. ზაფხულში ამის პრობლემა, თითქმის არ არის, აი, ზამთარში კი ბევრჯერ შეიძლება ინატროს კაცმა მისის სურნელი და არომატი.

ბევრი დიასახლისი ყინავს ზამთრისთვის მწვანილს სადილებისთვის, ზოგი კი უბრალოდ აკონსერვებს, მას მარილში ურევენ.

ჩვენ შემოგთავაზებთ ხერხს, რომლის მეშვეობით გაყინული მწვანილი არ იცვლის სტრუქტურას, ასევე ინარჩუნებს არომატს და ვიტამინებს.



მწვანე ზეთი ქილაში
ამ მეთოდით შეგიძლიათ დაამზადოთ ნებისმიერი მწვანილი, ოხრახუში, ქინძი, კამა, ორეგანო, რეჰანი და ა.შ.

ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ

  • მწვანილი
  • მცენარეული ზეთი (ზეითუნის, სიმინდის, მზესუმზირის)
  • შესაბამისი ჭურჭელი

მომზადება

1.

გარეცხეთ მწვანილი და გააშრეთ კარგად
2. დაჭერით წვრილად ან დააბლენდერეთ
3. ჩაყარეთ კარგად გამშრალებულ ქილაში, დაასხით ზეთი ისე, რომ მწვანილი მთლიანად დაფაროს და მოარგეთ თავსახური.
4. ეს არომატული მწვანე ზეთი შეინახეთ მაცივარში ყველაზე ცივ თაროზე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები