მტვერსასრუტი ნებისმიერი დიასახლისის განუმეორებელი დამხმარეა, მის გარეშე სახლის დალაგება უკვე წარმოუდგენელია, თუმცა ხშირად, ჩვენდა უნებურად, ისე ვიქცევით, რომ ყველაზე ძვირადღირებული მოდელიც კი შესაძლოა იქამდე "მოვკლათ", სანამ გარანტიის ვადა გაუვა.
მოდით ვნახოთ, რა არ უნდა გავაკეთოთ მტვერსასრუტით, თუ გვინდა, რომ ის რაც შეიძლება დიდხანს და ერთგულად გვემსახუროს.
არსებობს ერთი ცნობილი ლაიფ ჰაკი, რომლის თანახმადაც მატრასს უნდა მოაყაროთ სოდა, გააჩეროთ გარკვეული პერიოდი და შემდეგ მტვერსასრუტით დაამუშავოთ. მომხიბვლელად ჟღერს, თუმცა ამით მტვერსასრუტი შესაძლოა მყისიერად მოკლათ, საქმე ის გახლავთ, რომ სოდა ძალიან წვრილი ნაწილაკებისაგან
ასევე არ არის მიზანშეწონილი მტვერსასრუტით წყლის აღება, გეთანხმებით, ეს ძალიან მოსახერხებელია, თუმცა წყალმა და ნესტმა შესაძლოა ძალიან ადვილად დააზიანოს ტექნიკა.
არც ცოცხის მტვერსასრუტით ჩანაცვლებაა რეკომენდებული. ეს ტექნიკა იმისთვის არის შექმნილი, რომ გაგვიმარტივოს ცხოვრება და მარტივად ავიღოთ ხოლმე მტვერი, თმა, ქერტლი, ბეწვი და ა.შ. მაგრამ არა წინდები, ქაღალდები და მსგავსი დიდი ზომის ნივთები. არც ბასრი ნივთების ან გატეხილი ჭურჭლისთვის გირჩევთ მტვერსასრუტის გამოყენებას, მსგავსი ნაგავი უმჯობესია ცოცხით აიღოთ და აქანდაზით პირდაპირ გადაყაროთ ურნაში.
თუ გინდათ, რომ თქვენი საყვარელი ტექნიკა დიდხანს გემსახუროთ აუცილებლად უნდა რეცხოთ ფილტრი რეგულარულად. ეს უბრალოდ აუცილებელია. ერთი, რომ ჭუჭყიანი ფილტრი ხელს უშლის შეწოვას და მეორე, ის იწოვს სუნებსაც და ჭუჭყიანმა ფილტრმა დალაგების შემდეგ შესაძლოა სახლში უსიამოვნო სუნი დატოვოს. თუმცა, მარტო გარეცხვაც არ შველის საქმეს. პერიოდულად ის გამოცვლასაც საჭიროებს.
არც დენის წყაროში ჩართულის დატოვებას გირჩევთ, მართალია, ეს მას ა მაშინბე არ გააფუჭებს, თუმცა მომსახურების ვადა შესაძლოა შეუმციროს.
ასევე აუცილებელია ყოველი დალაგების შემდეგ მტვერსასრუტის ჯაგრისი ადამიანის თმისა თუ ცხოველის ბეწვისგან გაათავისუფლოთ, ეს სახუმარო თემა არ არის და შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას თქვენს ტექნიკას.