არსებობს ნივთები, რომელიც, თუ გვინდა, რომ არ გაგვიფუჭდეს, მანქანაში არ უნდა გავრეცხოთ.
მსგავს ნივთთა სიაშია, მაგალითად, ბიუსტჰალტერი. სანამ ამ ნივთის სარეცხის მანქანაში შეგდებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ის რისკები, რაც ამ პროცედურას შეიძლება მოჰყვეს. დავიწყოთ იმით, რომ ბიუსტჰალტერის რკინებმა შესაძლოა დააზიანოს თქვენი სარეცხს მანქანის დოლურას კედლები, ხოლო შესაკრავმა - სხვა სარეცხი. გარდა ამისა, დიდი შანსია იმისა, რომ ბიუსტჰალტერის შესაკრავი რეცხვის დროს სხვადასხვა რამეს წამოედოს და ამის გამო თავად ბიუსტჰალტერმა ფორმა დაკარგოს. ასე რომ, ეს დელიკატური ნივთი უმჯობესია ხელით გარეცხოთ.
ჰალსტუხი, როგორც
წესი, დელიკატური ქსოვილისგან მზადდება, მანქანაში რეცხვის დროს, კი, სწრაფ რეჟიმზეც კი, დიდი შანსია, რომ თქვენმა ჰალსტუხმა ფორმა დაკარგოს. ეს ის ნივთია, რომელიც აუცილებლად ხელით უნდა გაირეცხოს ან ქიმწმენდაში დამუშავდეს.
რაც შეეხება დეკორატიული ელემენტებით გაფორმებულ სამოსს, იქნება ეს ბისერები, თვლები თუ სხვა რამ, ასეთი სამოსი აუცილებლად ხელით უნდა გაირეცხოს.
ჩვილი ბავშვის ნივთები და განსაკუთრებით წინდები სარეცხის მანქანაში არ უნდა ირეცხებოდესო, - ამბობენ ექსპერტები. საქმე ის არის, რომ ციცქნა ნივთები ძალიან მარტივად შეიძლება აღმოჩნდეს სარეცხის მანქანის დრენაჟის ხვრელში, რამაც, თავადაც ხვდებით, შესაძლოა მოწყობილობის დაზიანება გამოიწვიოს. თუ ხელით რეცხვის დრო და ნერვები არ გაქვთ, გირჩევთ შეიძინოთ სპეციალური ბადეები, რომელშიც შეიძლება მოთავსდეს მსგავსი ტიპის სარეცხი და ისე გაირეცხოს.
აბრეშუმის ნივთების უმეტესობა, ისევე, როგორ შალის, ქიმწმენდას მოითხოვს, ეს სამოსს იარლიყზეც აქვს მითითებული. სარეცხის მანქანაში რეცხვის დროს გარდა იმისა, რომ აბრეშუმის ნაწარმი უბრალოდ ფორმას დაკარგავს, ის შესაძლოა დაიხეს კიდეც. ისიც გახსოვდეთ, რომ ხელით რეცხვის დროსაც კი, არსებობს სპეციალური საშუალებები შალისა და აბრეშუმის ნაწარმის გასარეცხად.