ინტერიერის ლამაზი, მაგრამ დამღლელი და არაპრაქტიკული დეტალები - მათ მოვლაში მთელ ცხოვრებას ტილოთი ხელში გაატარებთ


სამწუხაროდ, ინტერიერში მიღებული ეს გადაწყვეტილებები, რომლებსაც სურათებზე ხედავთ, არ არის შესაფერისი ყოველდღიური ცხოვრებისთვის. დიახ, ზოგიერთი ნივთ ძალიან ლამაზია ელეგანტური და ძვირადღირებულ დიზაინერული პროექტის მთავარი ელემენტია, თუმცა რეალურად ძალიან არაპრაქტიკული შეიძლება აღმოჩნდეს.

ორიგინალური ავეჯი


საუბარია ავეჯის ფორმაზე. თავი აარიდეთ არასტანდარტულ გადაწყვეტილებს, რადგან ასეთი ავეჯის სტანდარტულ ინტერიერზე მორგება ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, თუ ოთახის ფართობი საშუალებას გაძლევთ, შეგიძლიათ უსაფრთხოდ მოათავსოთ მრგვალი დივანი ოთახის ცენტრში და სავარძელი საძინებლის კუთხეში. მაგრამ თუ ოთახი არ არის დიდი, არ ღირს გარისკვა. გარდა ამისა, არასტანდარტული ავეჯი ხშირად ლამაზია, თუმცა
არაფუნქციონალური და რეალურად უსარგებლო.

ფუმფულა ხალიჩა


რბილ, ფუმფულა ხალიჩაზე ფეხშიშველი სიარული, ნამდვილად სასიამოვნოა. კომფორტულად დაჯდომა ან წამოწოლაც კარგია წიგნით ხელში ან ტელევიზორის საყურებლად, მაგრამ, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ხალიჩა მტვრის შემგროვებელია, ხოლო თუ მას აქვს გრძელი ბეწვი, ამ დროს მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება.
ნამცეცები, თმა, მტვერი საგულდაგულოდ იმალება გრძელ ბეწვში და შეუძლებელია მისი მტვერსასრუტით ბოლომდე განადგურება.
თუ არ გსურთ დროის უმეტესი ნაწილი ხალიჩის წმენდას დაახარჯოთ, აირჩიეთ პროდუქტი დაბალი ბეწვით. ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ხალიჩები სასიამოვნო ტაქტილურ შეგრძნებებს მოგანიჭებთ, ადვილად მოსავლელიც არის და დიდხანსაც მოგემსახურებათ.

ნიჟარა ფანჯარასთან


თუ პატარა სამზარეულო გაქვთ, სივრცის სწორად ორგანიზებისთვის იდეალური გადაწყვეტა სამუშაო ზედაპირის ფანჯრის რაფასთან გაერთიანება ან ბარის დახლის მოწყობაა მაღალი სკამებით. აი, ნიჟარის ფანჯარასთან განთავსება კი ნამდვილად ცუდი იდეაა. შესაძლოა ჭურჭლის რეცხვა ულამაზესი ხედით ტკბობისას მშვენიერ აზრად მოგეჩვენოთ, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ წყლის შხეფები გამუდმებით იქნება მინაზე და ფანჯრების გაწმენდა ჭურჭლის ყოველი გარეცხის შემდეგ მოგიწევთ. გარდა ამისა, ფანჯრის მახლობლად ნიჟარის დაყენება საკმაოდ რთული პრცესიაა: ნიჟარა ფანჯრის რაფის სიმაღლის გათვალისწინებით უნდა დამონტაჟდეს, ასევე სპეციალური ვენტილაციის გაკეთება იქნება საჭირო გათბობის რადიატორისთვის. ხშირად ხდება, რომ არასწორად შერჩეული ონკანის სიმაღლის გამო, ფანჯარა არ იღება. როგორც ხედავთ, ამ იდეას იმაზე მეტი უარყოფითი მხარე აქვს, ვიდრე უპირატესობა, ამიტომ უმჯობესია ამ იდეაზე დროულად თქვათ უარი.

გრძელი ფარდები



იდეალურ ვარიანტში ფარდები იატაკს დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით უნდა სცდებოდეს. ასე ის ლამაზად, გამოიყურება, მოწესრიგებულად და არ წმენდს იატაკს. გრძელი ფარდა კი მტვრის ბუდეა. იატაკზე დადებული ქსოვილი სწრაფად აგროვებს მტვერს და იფარება თმით და ჭუჭყით. შესაბამისად, გრძელი ფარდები უფრო ხშირად უნდა გაირეცხოს.
თავად რეცხვის პროცესი პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ფანჯრიდან ჩამოხსნა და მერე ისევ დაკიდება ძალიან დამღლელია. გარდა ამისა, ხშირი რეცხვის შედეგად, ქსოვილი დეფორმირდება და კარგავს პირვანდელ სახეს. ამიტომ გირჩევთ კარგად შეარჩიოთ ქსოვილის სიგრძე, ისე რომ ფარდა იატაკს არ ეხებოდეს, ასე თქვენი ყოველდღიური ცხოვრება ბევრად მარტივი იქნება.

ხელოვნური ქვის ნიჟარა


ჯერ ჩამოვთვალოთ ასეთი ნიჟარის უპირატესობები. ის კარგად შთანთქავს გამდინარე წყლის ხმებს, ამიტომ ძალიან უხმაუროა, მასზე არ რჩება წყლის წვეთები და ლაქები, შესაბამისად, არ დაგჭირდებათ მისი გამშრალება ყოველი გარეცხვის შემდეგ. ნიჟარა ლამაზია და იდეალურად ჯდება თითქმის ნებისმიერი სამზარეულოს ინტერიერში.
ახლა მოდით გადავიდეთ მინუსებზე. უყურადღებოდ მოპყრობის შემთხვევაში, ნიჟარაზე ჩნდება ნაკაწრები, ცოტა მოგვიანებით - ბზარები, რადგან ხელოვნური ქვა ნაკლებად გამძლეა, ვიდრე უჟანგავი ფოლადი. ასევე, ტემპერატურის ცვლილებების გამო, ასეთი ნიჟარების ფსკერი ხშირად იშლება. კიდევ ერთი ნიუანსი დაკავშირებულია იმასთან, რომ მასალას შეუძლია საღებავების შთანთქმა, განსაკუთრებით თუ ნიჟარა ღია ფერისაა. ამიტომ, კარგად უნდა დაფიქრდეთ სანამ მასში იმ თეფშებს გარეცხავ, რომლებზეც, მაგალითად, ჭარხალი გედოთ.

ცალკე მდგომი აბაზანა


გსურთ შექმნათ ნამდვილი სპა ატმოსფერო თქვენს აბაზანაში? მოათავსეთ აბაზანა ცენტრში - ასე ის ძალიან მდიდრულად გამოიყურება. მაგრამ აქ მთავრდება ამ გადაწყვეტის უპირატესობები. დავიწყოთ იმით , რომ შეზღუდულ სივრცეში ცენტრში მდგარი აბაზანა იკავებს მთელ გამოსაყენებელ ადგილს და არ ტოვებს ადგილს სხვა ასევე მნიშვნელოვანი ავეჯისთვის. მეორეც, დაბანის პროცესი არასასიამოვნო იქნება, რადგან ირგვლივ ყველაფერი აუცილებლად დაიწუწება წყლის წვეთებით და დასუფთავება ყოველი დაბანის შემდეგ მოგიწვეთ. ამიტომ გირჩევთ, აბაზანა, კლასიკურად, კედელთან განათავსოთ.

შუშის მაგიდა


გირჩევთ არ აჰყვეთ ზედმეტად თამამ ტენდენციებს და უპირატესობა მიანიჭოთ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს. ფაქტია, რომ სამზარეულოში შუშის მაგიდა უფრო მეტ პრობლემას მოგიტანთ, ვიდრე სიამოვნებას.
წყლის ლაქები, მტვერი, თითის ანაბეჭდები და ა.შ. მინაზე ძალიან შესამჩნევი იქნება, ხოლო თუ ავეჯს არ დაზოგავთ, პირველ ნაკაწრს სულ რამდენიმე თვეში შეამჩნევთ. ასეთი ზედაპირების რეცხვა ასევე არც თუ ისე სასიამოვნოა – შესაძლოა სუფთა ზედაპირის მიღწევა, მაგრამ მასზე დიდ დროს დახარჯავთ. საუკეთესო ვარიანტია სუფრის გადაფარება, რათა თავიდან აიცილოთ არა მხოლოდ ჭუჭყი და ნაკაწრები, არამედ თეფშებთან და ჭიქებთან შეხებისას ხმაური. ეს რამდენად პრაქტიკულია, თავად გადაწყვიტეთ.

პრიალა ფასადი


სამზარეულო პრიალა ფასადები ეფექტურად გამოიყურება, ვიზუალურად აფართოებს სივრცეს, ხდის მას მსუბუქს და ჰაეროვანს. მაგრამ, სამწუხაროდ, მისი უპირატესობები ვერ ფარავს მის მნიშვნელოვან მინუსებს. ასეთ ავეჯზე აბსოლუტურად ყველა დეტალი ჩანს: მტვერი, თითის ანაბეჭდები, ცხიმიანი წვეთები, წყლის ლაქები. კიდევ უფრო რთულდება საქმე, თუ კარადას არ აქვს სახელურები.
თუ არ გსურთ მთელი ცხოვრება ტილოთი ხელში გაატაროთ და მოწესრიგებული სამზარეულო ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გინდათ, უპირატესობა მიანიჭეთ გლუვ ზედაპირებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები