როგორ უნდა შეინარჩუნოთ ტაფებზე უკრავი ზედაპირი მაქსიმალურად დიდხანს და რამდენ ხანს ძლებს ასეთი ტაფა საუკეთესო მოვლის პირობებში


კარგი ტაფა, რომელიც არ იწვავს, ნამდვილი მაშველია სამზარეულოში. მაგრამ ზოგჯერ ტაფა  სულ რაღაც რამდენიმე თვეში გამოუსადეგარი ხდება. რატომ ხდებ ეს? აქვე გეტყვით, რომ ეს ფასის ბრალი არ არის.
როდესაც მცენარეული ზეთის სპრეი გამოჩნდა, დიასახლისები აღფრთოვანდნენ. რა თქმა უნდა, ეს შესანიშნავი გზაა ტაფაში ზეთის რაოდენობის შესამცირებლად და, შესაბამისად, მზა კერძის კალორიული შემცველობის დასაქვეითებლად. თუმცა ფაქტია, რომ სპრეი შეუთავსებელია ე.წ. უკრავ ტაფებთან, რადგან მათ შემადგენლობაში, ზეთის გარდა, ლეციტინიც შედის. ეს არის ემულგატორი, რომელიც ხელს უწყობს ემულსიის შექმნას. ყოველ ჯერზე, როცა ტაფაზე ზეთს ასხურებთ, ზედაპირზე
ცოტაოდენი ლეციტინი რჩება. დროთა განმავლობაში ის წარმოქმნის დამწვარ ქერქს, რაც საფარს აფუჭებს.
ამიტომ, უმჯობესია უარი თქვან ახალგამოგონებებზე კლასიკური ზეთის სასარგებლოდ.

შეფ-მზარეულები ხშირად გვირჩევენ ზეთის დასხმას ცხელ ტაფაზე, მაგრამ ეს ხერხი თუჯის ტაფებისთვისაა კარგი, უკრავ ტაფებზე კი ის არ გამოგადგებათ. მათში ცხიმი ცივ ზედაპირს უნდა მოხვდეს და აი რატომ:
უპირველეს ყოვლისა, როცა ცივ ჭურჭელს ზეთს დაასხამთ, ეს აძლიერებს უკრავ ეფექტს;
 მეორეც, ზოგიერთ მშრალ ტაფას შეუძლია გაცხელებისას ტოქსინების გამოყოფა. ამის თავიდან ასაცილებლად, დაიზღვიეთ თავი და ზეთი ცივ ზედაპირზე დაასხით.

თუ გინდათ, რომ ტაფა დიდხანს გემსახუროთ გირჩევთ დაივიწყეთ მაღალი ტემპერატურა. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ტაფის ზედაპირი, რომელიც დამცავი ფენით არის დამუშავებული, ვერ იტანს მაღალ ტემპერატურას.
კერამიკული ტაფის საფარი შესანიშნავი სითბოს გამტარია. ის ისე კარგად ანაწილებს სითბოს, რომ მომზადების პროცესში სითბო თანაბრად ნაწილდება და მაღალი ტემპერატურა არ არის საჭირო.
არ გირჩევთ ასევე ტაფის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ძალიან მაღალ გრადუსზე გარეცხვას. არც აგრესიული ინსტრუმენტების გამოყენებაა კარგი ვარიანტი. ყველაზე კარგი ვარინტი ტაფის დალბობაა, თუმცა არა მთელი ღამით და შემდეგ გარეცხვა. ასევე მნიშვნელოვანია დაელოდოთ ტაფის კარგად გაციებას და მხოლოდ ამის შემდეგ გარეცხოთ.

არ შეიძლება ტაფით საკვების შენახვა. აუცილებლად გადაიტანეთ დარჩენილი საჭმელი კონტეინერში და ისე მოათავსეთ მაცივარში.
ახალი ტაფას გამოყენებადე წაუსვით ზეთი, კარგად გააცხელეთ, დააცადეთ გაციება და ამის შემდეგ გამოიყენეთ.
ტაფების ერთმანეტში შენახავაც არ არის მართებული. ასე თქვენი ტაფის საფარი აუცილებლად დაზიანდება.

და ბოლოს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველა წესის მკაცრად დაცვის შემთხვევაშიც კი ტაფა ფუჭდება, მისი საფარი ზიანდება ან დროთა განმავლობაში გადაირეცხება და დაახლოებით 5 წლის შემდეგ ის უნდა გადააგდოთ. თუ შენიშნეთ ნაკაწრები, ჟანგი ან სხვა რაიმე ხარვეზი, აუცილებლად მოიშორეთ თავიან და ჩაანაცვლეთ ახლით.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები