გამოცდილი დიასახლისები სარკეებს კარტოფილით წმენდენ - მტვერი და ლაქა ნაკლებად გაჩნდება


ზოგჯერ ხალხური საშუალებები ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი ძვირადღირებული პროდუქცია.
სარკის გაწმენდას განსაკურებული უნარ-ჩვევები და განათლება არ სჭირდება. ვყიდულობთ სპექციალურ შუშისა და სარკეების საწმენდს, ვუსვამთ ქსოვილს და ვწმენდთ. მაგრამ ყოველთვის კმაყოფილი ვართ შედეგით? არის შემთხვევები, როდესაც სარკეზე რჩება ლაქები. არსებობს მეთოდები, რომლებსაც ჩვენი ბებიები იყენებდნენ.
ხშირად სარკეებზე ჩნდება არა მხოლოდ ლაქები, არამედ მტვრის ფენაც. განსაკუთრებით დერეფანში. ეს ასევე გავლენას ახდენს ფანჯრის მინაზე. ჩვეულებრივი სუფრის ძმარი დაგეხმარებათ მტვრის არა მარტო მოშორებაში, არამედ იმაშიც, რომ სარკეებზე მტვერი ნაკლებად დაგროვდეს.
1 ჩაის
კოვზი ძმარი 1-2 ლიტრ წყალშიგააზავეთ, დაიტანეთ ხსნარი ქსოვილზე და გაწურეთ. ძმარი არ ქაფდება და არ ტოვებს ზოლებს.
თუ სარკე ძალიან გასაწმენდია, მაშინ ოდნავ განსხვავებული ხსნარი უნდა მოამზადოთ ამისთვის საჭიროა 1 ჩაის კოვზი სოდა 0,5 ჩაის კოვზ ძმარს შეურიოთ. დაამატეთ იმდენი წყალი, რომ პასტის კონსისტენცია მივიღოთ. წაუსვით სარკეს და შემდეგ ჩამორეცხეთ ძმრიანი წყლით.
სარკს წმენდის დროს გამოიყენეთ მხოლოდ ცივი წყალი, უმჯობესია ყინულიანი, ასე შედეგი ბევრად ეფექტური იქნება. თბილი წყლით წმენდა სასურველ შედეგს არ იძლევა.

რაც შეეხება ნაჭერს, უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ ბამბის ქსოვილს. ის კარგად შთანთქავს დარჩენილ ტენს და არ დატოვებს ზოლებს. გამოცდილი დიასახლისები ხშირად იყენებენ ხოლმე გაზეთებს. სანამ ამას გააკეთებთ, შეგიძლიათ გაზეთი ოდნავ დაასველოთ ცივი წყლით.

რაც შეეხება კარტოფილს, ეს ბოსტნეული სარკეებზე ლაქების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ. თეორია პრაქტიკაში დაამტკიცეს დიასახლისებმა, რომლებიც სოციალური ქსელებისთვის ვიდეოებს იღებენ. მათ აჩვენეს, თუ როგორ მარტივად და სწრაფად მოაშორეს სარკეს ლაქები კარტოფილის გამოყენებით.
ამისათვის აიღეთ უმი ბოსტნეული, გაჭერით შუაზე და წაუსვით სარკეს. შემდეგ გაწმინდეთ ჩვეულებრივი ქსოვილით. ლაქებისა და ჭუჭყის კვალი არ დარჩება.
ეს ეფექტი სახამებლის მაღალი შემცველობის დამსახურებაა. ის ეფექტურად აშორებს ჭუჭყს და ასევე ქმნის დამცავ ბარიერს სარკეზე. მისი წყალობით, მტვერი ზედაპირზე გაცილებით ნაკლებად გროვდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები