რა უნდა იცოდეთ აუცილებლად ბიუსტჰალტერის გარეცხვამდე - 10 წესი

თქვენი საცვლების მდგომარეობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კარგად არის ეს პროცესი ორგანიზებული.
ბიუსტჰალტერი, როგორც ყველა ქალის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მკერდის მყარად ფორმირებაში და კომფორტის უზრუნველყოფაში. იმისათვის, რომ ქალის გარდერობის ეს მნიშვნელოვანი ელემენტი ყოველთვის სუფთა იყოს და ამავდროულად შეინარჩუნოს იერი ფორმის დაკარგვის გარეშე, ის სწორად უნდა გარეცხოთ.

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, უნდა გაეცნოთ ბიუსტჰალტერის ეტიკეტზე არსებულ ინფორმაციას გარეცხვის თაობა, რადგან რეკომენდაციები განსხვავდება ქსოვილის ტიპის მიხედვით.
რეცხვისთვის უმჯობესია გამოიყენოთ ნებისმიერი არააგრესიული თხევადი პროდუქტი, მაგალითად, ბავშვის ტანსაცმლის სარეცხი სითხე ან
სპეციალური პროდუქტი საცვლებისთვის. აქ მთავარია ჰიპოალერგიულობა, ვინაიდან ჩვენი სხეულის ყველა ეს უბანი ძალიან გრძნბიარეა ფხვნილებთან/გელებთან შეხების დროს;
არ არის მიზანშეწონილი ქსოვილის დამარბილებლის გამოყენება, ისევ ჰიპოალერგიულობის გამო;
კატეგორიულად აკრძალულია აგრესიული მათეთრებლების გამოყენება, განსაკუთრებით ქლორის შემცველის. ქლორის ორთქლმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები და მეორეც, ასეთი პროდუქტების ზემოქმედება სწრაფად გადააქცევს თქვენს ლამაზ ნივთს მოსაწყენ ნაჭრად, რადგან ელასტიური ქსოვილის ბოჭკოები დაიწყებს რღვევას და თეთრეული უბრალოდ აიბურძგლება.

ბიუსტჰალტერები უნდა გაირეცხოს სხვა საცვლებისგან განცალკევებით. გარეცხვის წინ აუცილებლად შეკარით ყველა სახის კაუჭები, ელვაკები და ა.შ. ამით თავიდან აიცილებთ ქსოვილის დაზიანებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაქმანის შემთხვევაში.
იდეალურ შემთხვევაში ბიუსტჰალტერი ირეცხება მხოლოდ ხელით, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ "ხელით რეცხვის" ან "ნაზი თეთრეულის" რეჟიმი.

ბიუსტჰალტერები, განსაკუთრებით კი მავთულებიანი, უმჯობესია გაირეცხოს სპეციალურ სამრეცხაო ჩანთაში. ეს ღონისძიება საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა, მაგალითად, სარეცხი მანქანის შეკეთება ამოვარდნილი და ჩარჩენილი მავთულის გამო;
ნებისმიერი სახის რეცხვისთვის: როგორც მანქანით, ასევე ხელით, უმჯობესია აირჩიოთ წყლის ტემპერატურა 30°C-მდე.
არ გაწუროთ ბიუსტჰალტერი რეცხვის შემდეგ. უბრალოდ ნაზად გადაუწურეთ წყალი.
ბიუსტჰალტერი გააშრეთ პირსახოცზე გაშლით. არ გამოიყენოთ საშრობი, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს მასალა.
ამ რეკომენდაციების დაცვით, შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ბიუსტჰალტერი სუფთად და თან ისე, რომ არ დაუკარგოთ ფორმა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები