შეცდომები ლოგინის თეთრეულის რეცხვისას, რომლებსაც ბევრი დიასახლისი უშვებს


როგორ უნდა გარეცხოთ ლოგინის თეთრეული

ამჯერად გაგიზიარებთ რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გარეცხოთ ლოგინის თეთრეული ისე, რომ მასზე არ დარჩეს ლაქები და უნაკლოდ გასუფთავდეს. შეამოწმეთ საკუთარი თავი და დაიმახსოვრეთ ძირითადი წესები, რომლებიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს.
სასიამოვნო სურნელი და რბილი ქსოვილი, რომელიც ნაზად ეხება სხეულს ძილის დროს - ეს შეგრძნება ყველა ადამიანისთვის სასიამოვნოა. მაგრამ ხანდახან დიასახლისები იმედგაცრუებულინი რჩებიან ხოლმე, როდესაც რეცხვის შემდეგ სარეცხზე ლაქებს აღმოაჩენენ ხოლმე. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? როგორ გავრეცხოთ თეთრეული სწორად: ყველაზე გავრცელებული შეცდომები.

არ
გირჩევთ თეთრეულის რეცხვას პირსახოცებთან ან უხეში მასალისგან დამზადებულ ნივთებთან ერთად (ჯინსი, ქურთუკი). ტანსაცმელმა შეიძლება დააზიანოს ლოგინის თეთრეულის დელიკატური ბოჭკოები. პირსახოცებთან ერთად რეცხვამ შეიძლება გამოიწვიოს თეთრეულზე ფერების გადასვლა, რომლის მოშორებაც შეუძლებელი იქნება.
ამ დროს რეცხვის ეფექტურობაც მცირდება, რამეთუ თითოეული ტიპის ქსოვილი მოითხოვს გარკვეულ რეჟიმს და ტემპერატურას, ამიტომ ერთად რეცხვა არ იძლევა მაღალი ხარისხის შედეგს.
ჩვენ გირჩევთ თეთრეულის ცალკე გარეცხვას და ფერის მიხედვით დახარისხებას. დოლურაში მოთავსებამდე დარწმუნდით, რომ შეკარით ღილები და ელვა შესაკრავები ბალიშის და საბნის პირებზე.
არ შეიძლება ასევე სარეცხის მანქანის გადატვირთვა.
ბევრს სურს ერთდროულად გარეცხოს თეთრეულის რამდენიმე კომპლექტი. დროის დაზოგვასა და ხარისხიან რეცხვას შორის არჩევნის გაკეთებისას უპირატესობა მეორეს მიანიჭეთ. სარეცხი მანქანის ბოლომდე ჩატვირთვამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს რეცხვაზე, როდესაც სარეცხის თავისუფლად ბრუნვისთვის საკმარისი ადგილი არ არის, სარეცხი საშუალება მთლიანად არ იხსნება და შესაბამისად, ლაქები არ შორდება.

ასევე სარეცხის გადაჭარბებულმა ხახუნმა შეიძლება გამოიწვიოს ბოჭკოების დაზიანება და ნაადრევი ცვეთა. გარდა ამისა, გადატვირთვა ხშირად იწვევს სარეცხი მანქანის გაფუჭებასსაც.
ძალიან მნიშვნელოვანია წყლის ტემპერატურის და რეცხვის რეჟიმის სწორად შერჩევა.
თეთრეულის ძალიან მაღალ ტემპერატურაზე რეცხვამ ან არასწორი ციკლის არჩევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ქსოვილის ზომაზე და მის ფერზე. თეთრეული ცვდება და კარგავს მოცულობას.
გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ ეტიკეტები თქვენს თეთრეულზე რეცხვის ინსტრუქციებისთვის.
დელიკატური ქსოვილებისთვის (როგორიცაა აბრეშუმი), გამოიყენეთ დელიკატური ციკლი და დაბალი ტემპერატურა.
მოერიდეთ მაღალი ბრუნვის სიჩქარეს რბილი ქსოვილებისთვის.
ზედმეტი სარეცხი საშუალებების გამოყენება, ასევე არასწორი სარეცხი საშუალებების არჩევა გავლენას ახდენს ქსოვილის მდგომარეობაზე გარეცხვის შემდეგ შეიძლება დარჩეს ჭარბი სარეცხი საშუალება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგია ან კანის გაღიზიანება. უნდა იცოდეთ, რომ ზოგიერთი ფხვნილი, კაფსულა და გელი ქსოვილს ამკვრივებს; არასწორად შერჩეულმა სარეცხმა საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს ასევე ქსოვილის გახუნება.
თეთრეულის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ შეფუთვაზე მითითებული სარეცხი საშუალების რეკომენდებული რაოდენობა და შეარჩიეთ მისი ტიპი ქსოვილის ტიპის მიხედვით. ჩვენ ასევე გირჩევთ გამოიყენოთ ქსოვილის დამარბილებელი რეცხვისას, რათა თქვენი სარეცხი იყოს რბილი და სასიამოვნო შეხებისთვის.
და ბოლოს გაშრობა, თეთრეულის მზეზე ან სპეციალურ მანქანაში გაშრობამ შეიძლება უფრო ცუდი გავლენა მოახდინოს ქსოვილზე, ვიდრე რეცხვის დროს დაშვებულმა შეცდომებმა. ამრიგად, პირდაპირმა სხივებმა და საშრობმა შეიძლება ქსოვილი გახადოს ხისტი ან გამოიწვიოს მისი გაუფერულება. გირჩევთ გააშროთ სარეცხი ჩრდილში ან კარგად ვენტილირებად ადგილას.
თუ გსურთ გააშროთ იგი სპეციალურ მანქანაში, აირჩიეთ ნაზი რეჟიმი.
დააუთოეთ ქსოვილი, სანამ ის ნესტიანია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები