როგორ გავრეცხოთ სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ტაფები


"კარგი" დიასახლისების ჩვევაა სამზარეულოში სუფთად საქმიანობა, რაც კერძის მომზადების შემდეგ ჭურჭლის დაუყოვნებლივ რეცხვასაც გულისხმობს. გარდა იმისა, რომ ასე სამზარეულოც სუფთაა და ძალიან არ ირევა, ჭურჭლის რეცხვაც ბევრად მარტივია, პროდუქტი არ არის მიკრული და ბევრად ადვილად შორდება ზედაპირს, თუმცა, ეს შესაძლოა კარგი იყოს ჯამების და ქვაბების შემთხვევაში, მაგრამ ტაფებთან მიმართებაში სიფრთხილე გმართებთ და ამის გაკეთებას არ გირჩევთ.
ტაფა ძირითადად ზეთში შესაწვავად გამოიყენება და მისი დუღილის წერტილი სამჯერ აღემატება წყლისას. ეს ნიშნავს იმას, რომ ზეთში მოხარშვისას საკვების ტემპერატურაც გაცილებით მაღალია, ვიდრე წყალში
მოხარშულის.

რატომ არ უნდა დაასხით წყალი ცხელ ტაფას ? მარტივი ფიზიკა - ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისას ნებისმიერი მასალა განიცდის თერმულ შოკს, რაც იწვევს მიკრობზარების გაჩენას, როგორც ზედაპირზე, ასევე მის შიგნით.
არ აქვს მნიშვნელობა რისგან არის დამზადებული თქვენი ტაფა - თუჯისგან თუ უჟანგავი ფოლადისაგან. ტემპერატურის ცვლილებების გამო, პროდუქტი დეფორმირდება, შედეგად (განსაკუთრებით თუ ამას ხშირად აკეთებთ), ტაფა გაზქურაზე, ყოველთვის იქანავებს, რაც გამოიწვევს საკვების არათანაბრად გაცხელებას.
ექსპერტები გვირჩევენ დაველოდოთ დაახლოებით 10 წუთი, სანამ ტაფა ოთახის ტემპერატურამდე გაცივდება. ნარჩენი საკვების მოშორება შეიძლება ისეთივე ეფექტური არ იყოს. თუმცა, ამ სიტუაციაში შეგიძლიათ ჭურჭლის სიცოცხლე გაუხანგრძლივოთ.

როგორ გავრეცხოთ სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ტაფები


ტეფლონი - მყარი ლითონის ღრუბლები და უხეში ჯაგრისები არ არის შესაფერისი ამ მასალისთვის. მისი გაწმენდა შეგიძლიათ ღრუბლით ან ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებების გამოყენებით.
კერამიკა - ვერ იტანს ტემპერატურის ცვალებადობას. ეს იწვევს ტაფების გაბზარვას. ასევე აკრძალულია გაყინული საკვების მოთავსება ცხელ ტაფაზე. გარეცხეთ ასეთი ტაფები ოთახის ტემპერატურის წყლით გაციების შემდეგ სარეცხი საშუალებების გამოყენებით.
მარმარილო - ტაფების ეს საფარი ყველაზე გამძლედ ითვლება. ის კარგად იტანს მაღალ ტემპერატურას. მაგრამ არც ამ მასალას მოსწონთ მკვეთრი ცვლილებები და ხანგრძლივი გაჟღენთვა. უმჯობესია მისი გარეცხვა სარეცხსი საპნით ან სარეცხი საშუალებებით.
თუ ტაფაზე მხოლოდ ცოტაოდენი ცხიმია დარჩენილი ის შეგიძლიათ უბრალოდ გაწმინდოთ ქაღალდის ხელსახოცით და ეს აბსოლუტურად საკმარისი იქნება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები