არსებობს ნივთები, რომელთა ხელით რეცხვაც არ შეიძლება, მაგალითად, აბრეშემის ნივთი შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს მანქანის დოლურამ, თუნდაც სპეციალურ ჩანთაში იყოს მოთავსებული. ამიტომ, ხელით რეცხვა ქაშმირის, მატყლისა და აბრეშუმის ნივთებისთვის ისე, რომ ნივთი არ დაზიანდეს, ყველაზე უსაფრთხო გზაა. მაგრამ, სანამ ხელით რეცხვის პროცესს დავიწყებდეთ, ისიც უნდა ვიცოდეთ, როგორ გავაკეთოთ ეს სწორად. მოდით ვნახოთ, რას გვირჩევენ სპციალისტები.

პირველ რიგში აავსეთ თასი წყლით და მოათავსეთ მასში დელიკატური ქსოვილის ნივთი. თუ თქვენ გჭირდებათ უფრო მოცულობითი ნივთების გარეცხვა, როგორიცაა თეთრეული ან გრძელი კაბა, შეგიძლიათ ეს აბაზანაში გააკეთოთ. დალბობა
დალბობის დროს ნივთი ამოატრიალეთ, შიდა მხარით გარეთ და დაახარისხეთ ფერების მიხედვით, ეს ძალიან მნიშვნელოვნია. ეს ხელს შეუშლის სხვადსხვა სამოსის არასასურველ შეღებვას სხვა ტონებში, ასევე ტანსაცმლის შუნარჩუნებთ ფერს და სიკაშკაშეს და ქსოვილსაც დაიცავთ დაზიანებისგან.
ასევე მნიშვნელოვანია სარეცხი საშუალების დოზის განსაზღვრა, ძალიან ბევრი სარეცხი საშუალება ნივთებს გამოაშრობს, ხოლო თუ ძალიან ცოტა რაოდენობით უზამთ, შეუძლებელი იქნება სასურველი შდეგის მიღება და ნივთის ხარისხიანად გასუფთავება. ამ შემთხვევაში იდეალური ვარიანტია ქსოვილზე დატანილი რეკომენდაციების გათვალისწინება. დაამატეთ სარეცხი საშუალება წყლიან თასში (ან ნიჟარაში). როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ მწარმოებლის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
მოათავსეთ ნივთები წყალში და ხელით ფრთხილად გაანაწილეთ შიგნით, წყლისა და სარეცხი საშუალების ქაფით. ტანსაცმელი წყალში 15-30 წუთის განმავლობაში, გაჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ წყალი და გაავლეთ სამოსი გრილ წყალში ფრთხილად, წურვის გარეშე, რათა არ დარჩეს ნაკეცები ან დაზიანდეს ქსოვილის ბოჭკოები. გაავლეთ სანამ სუფთა წყალი არ გაუვა.
ყველა ამ მანიპულაციის შემდეგ მოათვასეთ ტანსაცმელი საშრობზე, დარწმუნდით, რომ კარგადაა გაწურული და წყალი არ წვეთავს. თუ საშრობის გამოყენებას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ მასში ქაშმირის, მატყლის, ხელოვნური ბეწვისა და აბრეშუმის ნივთების მოთავსება შეუძლებელია. ასევე დარწმუნდით, რომ საშრობზე მოთავსებული ტანსაცმელი არ ექვემდებარება მზეზე გაშრობას, რადგან ასე ქსოვილი შეიძლება გამოიწვას.