როგორია ფეხსაცმლის სარეცხ მანქანაში რეცხვის სწორი წესები

სანამ ფეხსაცმლის სარეცხის მანქანაში გარეცხვას გადაწყვეთ, ჯერ დარწმუნდით, შეიძლება თუ არა ამის გაკეთება.
ფეხსაცმლის გარეცხვა სარეცხის მანქანაში შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ფეხსაცმელი ხარისხიანია და დარწმუნებული ხართ, რომ დასველების შემდეგ წებო თავის ფუნქციას , არ დაკარგავს. ასევე

*ფეხსაცმელს არ უნდა ქონდეს ტყავის, მეტალის ან სხვა რაიმე აქსესუარი, რადგან რეცხვის დროს მისი მოძრობის ალბათობა დიდია.
*სანამ კედებს სარეცხის მანქანაში მოათავსებთ, ძირები და რანტები ზედმეტი ტალახისგან გაუსუფთავეთ (თუ აქვს, რა თქმა უნდა).
*თუ ნაჭრის კედები დალაქავებულია, უმჯობესია გარეცხვამდე სპეციალური ლაქების ამომყვანი საშუალებით დაამუშავოთ.
*მოაცალეთ

თასმები, ისინი ცალკე გარეცხეთ ან კედებთან ერთად გარეცხვის შემთხვევაში მოათავსეთ პატარა ტომსიკაში. თუ ფეხსაცმლის ჩასაფენს უსიმოვნო სუნი აქვს,მაშინ ის გარეცხვამდე რამდენიმე საათით ადრე ძმრიან ხსნარში ჩაალბეთ.
*ფეხსაცმელები მოათავსეთ სპეციალურად სარეცხის ტომარაში ან სარეცხის ძველ შალითაში.
*ჩაყარეთ ფხვნილის განყოფილებაში ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილი, თუ სარეცხის გელი გაქვთ, უმჯობესია გელი გამოიყენოთ. ასევე, თუ თქვენი კედები ღია ფერის არის, გირჩევთ ფხვნილთან ერთად ნახევარი ჭიქა სოდა ჩაამატოთ, ასე ფერი უფრო მკვეთრი და ხასხასა გახდება. Aასევე სოდა გაანეიტრალებს უსიამოვნო სუნს.
*აირჩიეთ რეცხვის დელიკატური ან ჩვეულებრივი რეჟიმი. რაც შეეხება წურვას, ეცადეთ მაქსიმალურად ნაკლები ბრუნი შეურჩიოთ, რათა ფეხსაცმელი არ დაზიანდეს. თუ გაქვთ ძველი, გამოუსადეგარი პირსახოცი, ის ფეხსაცმელთან ერთად გარეცხეთ, რათა ფეხსაცმელმა მანქანაში ბრაგუნი არ დაიწყოს.
*არ გირჩევთ სარეცხის მანქანაში რამდენიმე წყვილი ფეხსაცმლის ერთად გერცხვას.
*თუ ფეხსაცმლის რანტი კარგად არ გაირეცხა, გამდინარე წყალს შეუშვირეთ და ძველი კბილის ჯაგრისი გაუსვით.
და ბოლოს, გახსოვდეთ, ფეხსაცმლის გაშრობა მზეზე და რადიატორზე არ არის მიზანშეწონილი. სველი კედები დაალაგეთ., გაუსწორეთ ენა და დააცადეთ, სანამ ჩრდილში არ გაშრება.

კომენტარები

თინიკო 2017-01-05 19:18
ზოგ სარეცხი მანქანას აქვს ფეხსაცმელების გარეცხვის რეჯიმი
ლალუკა 2016-09-08 08:27
რას ბოდიალობთ ფეხსაცმელს რა უნდა მანქანაში და მერე პირსახოცი უნდა გარეცხო?, მაშინ დეზინფექცია უნდა ჩაუტარო მანქანას.
მარიამი 2016-07-28 11:56
იქ სადაც თეთრეული და ტანსაცმელი ირეცხება საერთოდ რა უნდა ფეხსაცმელს. ხელით გარეცხეთ . ჯაგრისი იდეალური საშუალებაა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები