არსებობს მოსაზრება, რომ სახლის დალაგების დროს ზოგიერთი პროცედურა მხოლოდ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს. მაგალითად, ამბობენ, რომ ფანჯრების მინებისა და ჩარჩოების გახეხვა წელიწადში ერთხელ სავსებით საკმარისია.
გირჩევთ გამოაღოთ ფანჯარა, ჩარჩოები კარგად გამოწმინდოთ მტვერსასრუტით, თავად ჩარჩოები კი საპნიანი ან ფხვნილიანი ნაჭრით გაწმინდოთ. ასე ფანჯარას სუფთად დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებთ.
ასევე ამბობენ, რომ ფარდების გარეცხვაც წელიწადში ერთხელ სავსებით საკმარისია, თუმცა, რამდენად ხშირად გააკეთებთ ამას, ესეც, რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია.
საშრობის გამოწმენდაც ისეთი პროცედურაა, რომლის გამეორება წელიწადში ერთხელ საკმარისია. ეს პროცედურა წელიწადში ერთხელ
ავეჯის ღრმა წმენდაც საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, ჩვენ გირჩევთ დიდი მონდომებით მოეკიდოთ ამ საქმეს, ეცადეთ მტვერსასრუტი გამოიყენოთ და მიმართოთ ღრმა წმენდას. ისეალურია, თუ სპეციალურ ბრიგადას გამოიძხებთ, რომელიც ნამდვილ ქიმწმენდას მოუწყობს თქვენს ავეჯს.
ფარეხის ან საკუჭნაოს დალაგებაც იმ საქმეთა სიაში შედის, რომლის გაკეთებაც წელიწადში ერთხელ საკმარისია. დალაგების დროს ეცდაეთ მაქსიმალურად მოაშოროთ ამ ადგილებიდან ზედმეტი, უკვე გამოუსადეგარი ნივთები. ასე საქმეს ბევრად გაიმარტივებთ.
სავენტილაციო ბადე
წინასწარ კარგად დაალბეთ და ჯაგრისით გამოწმინდეთ მტვერსარუტით სავენტილაციო ბადე.
ეზოს ავეჯი
გაზაფხული-ზაფხული სეზონისთვის ეზოს ავეჯი კარგად უნდა გარეცხოთ. ამისთვის ძალიან კარგია მათეთრებელი საშუალება 1:1-ზე გაზავებული წყალში. გააჩერეთ ეს ნაზავი ავეჯზე 15 წუთით, შემდეგ კი კარგად ჩამორეცხეთ გამდინარე წყლით და გააშრეთ მზეზე.
წეილწადში ერთხელ აუცილებლად კარგად უნდა გაიწმინდოს ხალიჩა, უფრო სწორად, უნდა გაირეცხოს. თუ ამის გაკეთებას თავად ვერ ახერხებთ, ჯობს სპეციალისტი გამოიძახოთ.
წყლის ჟოლობი
საკუთარი სახლის წყლის ჟოლობის გაწმენდა ძალიან მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაშიც გირჩევთ ეს საქმე სპეციალისტებს მიანდოთ.