როგორ მოვუაროთ პლასტიკური ფანჯრის რაფებს? - საჭირო რჩევები

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები დღესდღეობით ძალიან აქტუალურია, თუმცა მისი მოვლა საკმაოდ შრომატევადია. ქათქათა თეთრი რაფები ძალიან მალე ჭუჭყიანდება და კარგავს თავის პირვანდელ სახეს.
შევეცდებით გასწავლოთ ამ პრობლემის მოგვარების ეფექტური ხერხები:

1. ჩვეულებრივი ჭუჭყის მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სველი ხელსახოცი, რომელიც განკუთვნილია მაგალითად მაცივრის ან სხვა ტექნიკისთვის.


2. ფლომასტრის და იოდის ლაქის მოსაშორებლად ნიშადურის სპირტის შემცველი საწმენდი გამოგადგებათ.

3. თუ ლაქა ვერ ამოგყავთ, მოამზადეთ ნარევი მათეთრებელი სარეცხის ფხვნილისა და წყლისგან, წაუსვით ლაქას, გააჩერეთ 15 წუთი და შემდეგ მორეცხეთ.


4. მოსახერხებელი ღრუბელი ორი ერთში, რომელიც ბევრი სხვა

რამისთვისაც გამოგადგებათ: უბრალოდ გაახვიეთ სარეცხის 72%-იანი საპონი სველ კაპრონის წინდაში და გაწმინდეთ.

5. ჟანგის ლაქას მოაშორებთ ძმრით. ოღონდ ამ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ რეზინის ხელთათმანის გაკეთება.

6. ქათქათა თეთრი ფერის დაბრუნებას შეძლებთ ქლორის შემცველი მათეთრებელის საშუალებით. წაუსვით რაფას, კარგად გადაანაწილეთ, გააჩერეთ ცოტა ხანს და შემდეგ მოწმინდეთ.


7. საჭმელი სოდა ძალიან ეფექტურია შავი ობის მოსაშორებლად. მოამზადეთ ფაფისებური მასა სოდისა და წყლისგან და დადეთ დაობებულ ადგილას. გააჩერეთ 30 წუთი და მორეცხეთ წყალით.

8. თუ თქვენს რაფას ვერაფერი შველის, გირჩევთ შეიძინოთ წებოვანი ქაღალდი, რომელიც ყველა საყოფაცხოვრებო მაღაზიაში იყიდება და დააკრათ რაფას. მისი გამოცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.


და ბოლოს, ძალიან რომ არ იწვალოთ ხოლმე, ეცადეთ რაფა რაც შეიძლება ხშირად გაწმინდოთ, რათა ლაქამ ღრმად ჩაჯდომა ვერ მოახერხოს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები