5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა სააბაზანოში

ყოველი დღე სააბაზანოთი იწყება. იქაური ატმოსფერო თქვენდაუნებურად ახდენს გავლენას თქვენს ენერგიასა და გუნება-განწყობაზე. სააბაზანო სათანადო ფერებითა და განათებით დილის განწყობას უნდა ეხამებოდეს. კომფორტულიც უნდა იყოს, რათა მასში საქმიანობამ ზედმეტი დრო და ენერგია არ წაგვართვას.
წარმოგიდგენთ სააბაზანოს 5 ყველაზე გავრცელებულ ხარვეზს, რაც მას მოუხერხებელს და დამღლელს ხდის.

1. მკრთალი შუქი
როგორც წესი, სააბაზანოში ერთი ცენტრალური ნათურა გვინთია. ხშირად ეს საკმარისი არ არის - ასეთ განათებაზე რთულია პარსვა, მაკიაჟის გაკეთება, ელემენტარულად, სარკეშივ ვერ ხედავთ თავს სრულყოფილად.
ყველაზე მარტივი სინათლის გაძლიერება იქნება. 4,5 კვადრატული

მეტრი ფართობის სანიოტარულ წერტილზე 2ცალი 60-ვატიანი ნათურა ან 9ვატიანი დიოდური ნათურებია საჭირო.

2. არასაკმარისი შესანახი ადგილი
ტიპიურ ბინებში სააბაზანო საკმაოდ პატარაა და ხშირად არ არის უზრუნველყოფილი საჭირო სათავსოთი. ჰიგიენის ნივთები და სარეცხი ყველას დასანახად მოჩანს, რაც უწესრიგობას ქმნის.
ეცადეთ, ჩვეულებრივი ნიჟარა კარადიანი ნიჟარით შეცვალოთ (როგორც სამზარეულოშია), ხოლო სარკე - სარკიანი კარადით. თუ დამატებითი ადგილი გაქვთ, ისიც კარადებით შეავსეთ. მასალად აკრილი მდფ ან პვც შეარჩიეთ.
შემნახავ ადგილად კარიც გამოიყენეთ - მასზე ჯიბების მსგავსი საკიდები დაამაგრეთ, რაშიც ბევრი რამის შენახვა შეიძლება.

3. ქაოსის შეგრძნება
გავცელებული შეხედულებით, სააბაზანო ოთახი არ არის, უბრალო სანიტარული წერტილია. ამიტომ მის დიზაინსა და მოწყობაზე ნაკლებად ვიწუხებთ თავს. არადა აბაზანასაც ისევე სჭირდება მოხდენილად მილაგება, როგორც სამზარეულოს ან საძინებელს. ერთი შეხედვით ის ჰარმონიულად უნდა გამოიყურებოდეს და არა ქაოტურად.
მოავლეთ თვალი სააბაზანოს. რა მოგხვდათ თვალში ცუდად? ალბათ ჭრელაჭრულა ბოთლები და ქილები კოსმეტიკისა თუ ჰიგიენური საშუალებებისთვის, ასევე პირსახოცები, რომელთა ფერი ყოველთვის არ ეხამება ინტერიერს. გაიხსენეთ დახვეწილი სასტუმროების სააბაზანოები: იქ პირსახოცები ძირითადად, თეთრი ფერისაა, აქსესუარებიც ერთიან, ღია ფერთა გამაშია წარმოდგენილი. მიბაძეთ მათ - ტექსტილი ეცდეთ ერთ ფერში გქონდეთ, შამპუნები კი ან კარადაში შეინახეთ ან სპეციალურ კონტეინერში გადაიტანეთ, რომელიც აბაზანის აქსესუარად გამოდგება.

4. სრიალა აბაზანა
სააბაზანო პირველ რიგში უსაფრთხო უნდა იყოს. არ შეიძლება შხაპს იღებდე და ფეხის მოცურების გეშინოდეს, მითუმეტეს თუ სახლში ბავშვებიც არიან. აუცილებლად იქონიეთ რეზინის თხელი საფენი. მათი არჩევანი ძალიან დიდია და შესაფერის დიზაინს მარტივად მიაგნებთ.



5. ცივი იატაკი
სააბაზანოებში, სადაც იატაკქვეშა გათბობა არ არის, იატაკი ძალიან ცივია. ეს ოთახშის ტემპერატურაზეც ახდენს გავლენას, რაც ზამთავრში არც ისე სასიამოვნოა. რას იზამთ, იატაკს ასე მარტივად ვერ აყრით, ამიტომ ფუმფულა საფენები გამოიყენეთ. თუმცა სპეციალური მასალა უნდა შეარჩიოთ, რომელიც სწრაფად შრება. თანაც მეორე მხარე რეზინის უნდა ჰქონდეს, რომ არ გაცურდეს.
ეს ხუთივე ხარვეზი ძალიან ადვილი აღმოსაფხვრელია. თუ რომელიმე მათგანი თქვენც გაწუხებთ, ერთი შაბათ-კვირა მის მოსაგვარებლად სრულიად საკმარისი იქნება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები