დიდი ტელევიზორი, ფუმფულა ხალიჩა, სარბენი ბილიკი... - 6 ნივთი სახლში, რომელთა შეძენასაც ხშირად ნანობენ ხოლმე

ზამთარი მოგვეპარა, რასაც თავისთავად მოყვება ხოლმე ადამიანების სურვილი, სახლში მაქსიმალურად მყუდრო გარემო შექმნან, განსაკუთრებით პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში, როდესაც უმეტესობას მთელი დროის სახლში გატარება უწევს. მყუდრო სახლს კი ძალიან უხდება ლამაზი სუფრა, პლედები, ხალიჩა და სახლის სხვადასხვა აქსესუარი. ქალბატონები ამ ნივთებს დაუფიქრებლად ყიდულობენ ხოლმე, ვერ უძლებენ რა წუთიერ ცდუნებას (ამ ფერის ხომ არ აქვთ, მათ სხვა ფერი აქვთ, სხვა მოდელი), თუმცა მოგვიანებით ნანობენ ხოლმე, არ იციან, სად წაიღონ ამდენი ნივთი, ზოგჯერ თითქმის ერთნაირიც კი.
შემოგთავაზებთ სპეციალისტების მიერ არაპრაქტიკულად შეფასებული ნივთების
ჩამონათვალს, გადახედეთ, იქნმებ, გამოგადგეთ კიდეც.

1. პურის საცხობი

ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ ამ მოწყობილოაბას იყოფიან ორ ნაწილად - დიასახლისები, რომლებიც მას დანიშნულებისამებრ იყენებენ, აცხობენ პურს, და ა.შ., და დიასახლისები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ალბათ დიდი სიამოვნებით გამოიყენებდნენ, თუმცა ერთი კვირის შემდეგ ახალი ნივთის არსებობა ხშირად ავიწყდებათ კიდეც.
ამიტომ, ახალი ნივთის შეძენამდე კარგად დაფიქრდით, რამდენად გჭირდებათ, ზოგადად რამდენ დროს უთმობთ სამზარეულოს, გადახედეთ ზედმეტ კილოგრამებსაც და საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ. ანუ კარგად ჩამოყალიბდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ამ შემთხვევაში პურის საცხობი.

2. ფრიტიურის გასაკეთებელი
დღესდღეობით ბაზარზე იმდენი მრავალფუნქციური გაჯეტი არსებობს, რომ მხოლოდ ერთი ფუნქციის მქონე მოწყობილობის შეძენა, რბილად რომ ვთქავთ, მიზანშეწონილი არ არის.
ჯერ ერთი, ის არც ისე იაფი ეღირება, რომ ფასის გამო ღირდეს მასზე დაფიქრება და მეორეც, არ გვგონია, რომ რომელიმე დიასახლისის სამზარეულო გაბედნიერდეს უამრავი ელექტრომოწყობილობით.

ფრიტიურის მანქანასთან დაკავშირებით თითქმის იგივეს თქმა შეიძლება, რაც პურის საცხობზე. დარწმუნებულები ვართ, რამდენჯერმე დიდი ენთუზიაზმით მოიძიებთ ახალ რეცეპტს, შეკრებთ ოჯახის წევრებს მის დასაგემოვნებლად და მალევე მიუჩენთ ახალ მოწყობილობას ადგილს სადღაც ზემოთ, ან ქვემოთ, ხელი რომ არ შეგიშალოთ, ზუსტად ისე, როგორც პურის საცხობ მანქანას.

3. სარბენი ბილიკი
რამდენ ადამიანს მიუღია გადაწყვეტილება, მომავალი ორშაბათიდან ცხოვრების ჯანსაღი წესით ეცხოვრა, გაქცეულა მაღაზიაში, უყიდია სარბენი ბილიკი, დაუთმია მისთვის ადგილი, უვარჯიშია რამდენმიე დღე და...
რამდენიმე თვეში ეს ნივთი მხოლოდ ნერვებს უშლით.

ასე რომ, თუ გადაწყვიტეთ დაკავდეთ ცხოვრების აქტიური წესით, ჯობს იყიდოთ აბონემენტი და მიაშუროთ სპორტულ დარბაზს, ასე ფულსაც დაზოგავთ და ძვირფას კვადრატულ მეტრებსაც.

4. უზარმაზარი ტელევიზორი

ტელევიზორის შეძენა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. როდესაც ტექნიკის მაღაზიაში აღმოჩნდებით, იბნევით, იმხელა არჩევანია და თქვენს ყურადღებას იპყრობს ყველაზე დიდი ტელევიზორი. პირველი შთაბეჭდილება მართლაც შოკისმომგვრელია, რა მაგარი ნივთია, თუმცა, საბედნიეროდ, მოგიახლოვდებათ პროფესიონალი კონსულტანტი და გაგაცნოიბით დიდი ტელევიზორის ყველა პლუსს და მინუსს. არის შემთვხვევები, როდესაც კონსულტანტსაც გეგმა აქვს ჩასაბარებელი, ფული გასაკეთებელი და დიდი სიამოვნებით გირჩევთ ყველაზე დიდი და ყველაზე ძვირი ტელევიზორის ყიდვას. თქვენც უჯერებთ, შეიძენთ, მიიტანთ სახლში და აღმოჩნდება, რომ ის არც ისე კომფორტულია, როგორც წარმოგედგინათ. გარდა იმისა, რომ საკმაოდ აუშნოებს კედელს, მისი ყურების დროს თვალებიც გეღლებათ, რადგან აუცილებელია, დიდი სივრცე გქონდეთ ასეთი ტელევიზორისთვის და რაც შეიძლება შორი მანძილიდან უყუროთ. ამიტომ, სანამ ყველაზე დიდ ტელევიზორს შეიძენთ, კარგად დაფიქრდით, რაში გჭირდებათ.

5. თეთრი ფუმფულა ხალიჩა

თეთრი ხალიჩა ძალიან ლამაზად გამოიყურება ფილმებში, როდესაც მასზე ნაზად არის წამოწოლილი ლამაზი კატა ან ძაღლი, თუმცა რეალურ ცხოვრებაში თეთრი ფუმფულა ხალიჩა ნამდვილად არ მოგიტანთ იმაზე მეტ სიამოვნებას, ვიდრე თავსატეხს. ბევრად პრაქტიკული იქნება მიუქი ფერის მაქსიმალურად დაბალბეწვიანი ხალიჩა.

6. კატის სახლი


რამდენ მოსიყვარულე პატრონს გადაუწყვეტია გაეხარებინა საყვარელი შინაური ცხოველი, მაგალითად კატა, უყიდია მისთვის სახლი, თუმცა კატებს ძილი ხალიჩაზე ან დივანზე ურჩევნიათ და სახლი აბსოლუტურად არაფერში სჭირდებათ, თქვენ კი საკმაოდ სერიოზულ თანხასთან მოგიწიათ გამომშვიდობება. დაფიქრდით, რამდენად მართებულია თქვენი გადაწყვეტილება.

კომენტარები

ტოტო 2020-12-25 11:25
კარგია,მართალს წერს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები