დავიწყოთ იქიდან, რომ ყველა ნაძვის ხეს აუცილებლად უნდა ამშვენებდეს ელექტროგირლანდა. დადგამთ თუ არა ნაძვის ხეს, მაშინვე უნდა გაუკეთოთ გირლანდა სპირალისებურად, წვერიდან ძირამდე. უკვე მორთულ ნაძვის ხეზე გირლიანდის დამაგრება ძალიან რთულია, ამიტომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის თავიდანვე კეთდება. რაც შეეხება თავად გირლანდებს, ის საკუთარი გემოვნებით და საერთო დიზაინის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს, ფერადი თუ ერთფეროვანი.
როდესაც ნაძვის ხეს რთავთ, უნდა გქონდეთ განწყობა, რომ ის იქნება ყველაზე ლამაზი და ბრჭყვიალა, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მის მოსართავად უნდა გამოიყენოთ ყველაფერი, რაც ხელში
მოგხვდებათ. აირჩიეთ ერთი რომელიმე სტილი, რომელსაც მიჰყვებით ნაძვის ხის მორთვის დროს - რეტრო, პროვანსი, კლასიკა. ასევე სასურველია, გაითვალისწინოთ, რომ მომავალ, 2022 წელს, ყველა ფერი აქტუალური როდი იქნება. ნაძვის ხის მოსართავად ის ფრები უნდა გამოიყენოთ, რომელიც აღნიშნული წლის ქალბატონს თუ ბატონს უყვარს.
ყვითელი, ოქროსფერი, ყავისფერი, წითელი, მუქი ლურჯი, შავი, ნარინჯისფერი და თეთრი - აი, ის ფერები, რომელიც 2022 წლისთვის გამოგადგებათ, რადგან ვეფხვი უპირატესობას ამ ფერებს ანიჭებს.
მწვანე სათამაშოების შერჩევისას ფრთხილად იყავით, რათა ნაძვის ხის და სათამაშოების ფერი ერთმანეთს არ შეერწყას.
ამიტომაც არის, რომ ნაძვის ხის მოსართავად გამოიყენება კონკრეტულ ფერთა შეხამება, რასაც შემოგთავაზებთ:
ყვითელი/თეთრი/წითელი
ყავისფერი/თეთრი/ოქროსფერი
მწვანე/ყვითელი/წითელი
წითელი/ყვითელი
დამდეგი 2022 წლის სიმბოლო ვეფხვია.
ამიტომ ნაძვის ხის მოსართავად და დეკორისთვის ვეფხვის ფორმა ძალიან აქტუალური იქნება. ასევე საყურადღებოა ფერთა გამა, თბილი ფერები.
სად უნდა დავდგათ ნაძვის ხე, რომ იღბალი მოგვიტანოს - ზუსტი რეკომენდაციები
როგორ შევხვდეთ 2022-ს, ვეფხვის წელს? - როგორ მოვრთოთ სახლი და რა მოვამზადოთ