იმისათვის, რომ ლოკაციის შეცვლა და ახალ ადგილზე გადაბარგება და დაბინავება ოჯახისთვის გამოცდად არ იქცეს და ამ პროცედურამ უმტივნეულოდ ჩაიაროს, გირჩევთ, მიჰყვეთ ამ გამოცდილ წესებს.
პირველ რიგში დაგჭირდებათ ორი ყუთი ან ჩანთა, რომელსაც ყველაზე ბოლოს ჩაალაგებთ და ახალ ადგილზე გადასვლის დროს ყველაზე პირველს გახსნით. ეს ორი ყუთი იდეალური გადაბარგების მთავარი საიდუმლოა. პირველ ყუთს ვუწოდოთ გადაბარგების დღე, ხოლო მეორეს - ამოლაგება.
გადაბარგების დღე
ყველა ყუთს თავისი შემადგენლობა აქვს, თუმც არის ნივთები, რომელიც ამ პირველ ყუთში აუცილებლად უნდა მოხვდეს. ესენია: კბილის ჯაგრისები, დასაბანი საშუალებები, ლოგინის
თეთრეული, პირსახოცი, რამდენიმე თეფში, ჭიქა, დანა-ჩანგალი. აუცილებელი წამლები და სატენები. თუ არის საშუალება ჩაალაგეთ ჩაი, ყავა, შაქარი. ანუ ის ყველაფერი, რაც პირველ რიგში, პირველ დღესვე დაგჭირდებათ
ამოლაგება
ამ ყუთში ჩაალაგეთ ინსტრუმენტები, დასალაგებელი საშუალებები, ყველაფერი, რაც შეიძლება დაგჭირდეთ საგნების ასაწყობად, დასაფიქსირებლად და ა.შ.
მნიშვნელოვანია, რომ გადასვლის დროს ყველა ყუთი თუ ჩანთა საიმედოდ იყოს შეკრული თუ დახურული, შეგიძლიათ გამოიყენოთ სკოჩიც.
დააწერეთ ყუთებს, რა დევს შიგნით.
პატარა ზომის ყუთები მძიმე საგნებისთვის გამოიყენეთ, დიდი ზომის ყუთები - მსუბუქი საგნებისთვის.
მძიმე ყუთები ძირს დაალაგეთ, მუბუქები ზემოდან დაადეთ.
ჩაიწერეთ ყუთების რაოდენობა და შემადგენლობა, რათა რამე არ დაგეკარგოთ.