სეზონისთვის შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის შექმნა შენობებში საკმაოდ დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ თურმე არსებობს ამ პრობლემის სხვაგვარი გადაწყვეტა, რომელსაც უცხო ქვეყნებში კარგა ხანია იყენებენ და ჩვენთანაც იკიდებს ფეხს.
ეს ინოვაციური მიგნება ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა ფირებია, რომელიც მონტაჟდება მინებზე და აკავებს სითბურ ტალღებს, ზაფხულში ფანჯრებში მზის სიცხეს არ უშვებს, ზამთარში კი ხელს უშლის სითბოს გარეთ გატყორცნას, შედეგად ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნების ხარჯზე ზოგავს კომუნალურ გადახდებს 40%-ით.
როგორ მონტაჟდება ენერგოეფექტური ფირები, რამდენ ხანს აქვს ექსპლუატაციის ვადა, რა უარყოფითი და დადებითი მხარეები აქვს - ამის შესახებ მამუკა გაგნიძე გვესაუბრება, რომელიც ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ცდილობს, ეს ინოვაციური მეთოდი
საქართველოში დანერგოს.
- ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნება და მისი დანაკარგი შესაბამის სეზონებზე ყველას აწუხებს და თუ იარსებებს გადაჭრის გზა, რომელიც დაზოგავს ენერგიას და ფინანსებს კომუნალურების კუთხით, რატომაც არ უნდა დავინტერესდეთ?!
ეს ენერგოეფექტური ფირები სითბურ ტალღებს აკავებს 60-დან 90%-მდე, პროცენტული მაჩვენებლის სიძლიერე გამოკიდებულია თვითონ ფირზე, რაზეც შეაჩერებს კონკრეტული ადამიანი არჩევანს. ზაფხულში, როცა ფანჯარას მზე აცხუნებს, მინა არის ოდნავ თბილი, მაგრამ შიგნით, თუნდაც იატაკი - ცხელი. ამ ფირის გაკვრის შემთხვევაში ცხელდება თვითონ მინა, ფირი სითბურ ტალღებს აბრუნებს უკან და არ უშვებს სიცხეს შიგნით, ზამთარში კი - შიგნიდან არ უშვებს ტემპერატურას გარეთ, ანუ სითბო არ გადის გარეთ და არ იკარგება.
- ეს ყველაფერი დაახლოებით რამდენი პროცენტით ამცირებს კომუნალურ ხარჯს?
- დაახლოებით 20-დან 40%-მდე ამცირებს და ეს ცოტა ნამდვილად არ არის.
- ფირი ვიზუალურად როგორია - გამჭვირვალე, თუ შეფერილი?
- არის როგორც გამჭირვალე, ასევე შეფერილიც, შესაძლოა ის გამოიყენოთ მინების ჩასამუქებლადაც და გაკვრის შემდეგ გარედან ხილვადობა არ იქნება, შიგნიდან კი დაინახავთ ყველაფერს. ამასთან, მნიშვნელოვანი საკითხია მისი უსაფრთხოებაც, მონტაჟდება ისე, რომ მინის გატეხვის შემთხვევაში არ იმსხვრევა, იბზარება, მაგრამ მინა არ ვარდება, არავის დაეცემა და ამ მხრივ ნამდვილად უსაფრთხოა.
არსებობს მინის ჯავშნებიც, რომელსაც ისეთი დაცვის მექანიზმი აქვს, გარედან დიდი ქვები რომ ესროლოთ, ვერ დააზიანებთ, ეს განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც ვიტრაჟები აქვს. შესაძლოა გაიბზაროს მინა, მაგრამ შიგნით ვერ შეძლებს ვერავინ შეღწევას, არასრულწლოვანების თავდასხმის ობიექტები რომ ხდებიან სავაჭრო ობიექტები, მათთვისაა სწორედ ეს ჯავშანი, შესაძლოა დაზიანება მიაყენოს, მაგრამ შიგნით ვერ შეაღწევს ვერავინ და დანაკარგი და ზარალი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ყაზახეთში ყველა ბანკს, გასართობ ცენტრს, რესტორანს აქვს ეს ჯავშანი. სწორედ ყაზახეთში აღმოვაჩინე ენერგოეფექტური ფირები და განმაცვიფრა, ამიტომ გადავწყვიტე, საქართველოში შემომეტანა.
- აქვს რაიმე უარყოფითი მხარე ამ ფირებს?
- ვინაიდან ის ულტრაიისფერ სხივებს აყოვნებს და არ უშვებს შიგნით, მცენარეებისთვის სახარბიელო არ არის, რადგან ეს ფირი ქმნის ულტრაიისფერი სხივების ნაკლებობას და შესაძლოა მცენარემ მოიწყინოს.
- თვითონ ფირი რა მასალისაა, ან სადაური წარმოებაა?
- ესაა ჩვეულებრივი ფირი, ეკოლოგიურად სუფთა, სერთიფიცირებული. არსებობს სხვადასხვა ქვეყნის წარმოების ფირები - ჩინური, ამერიკული, გერმანული. ჩვენ ძირითადად გერმანულს და ამერიკულს ვიყენებთ.
- მონტაჟი რამე განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს?
- არა, ერთადერთი რასაც მონტაჟი მოითხოვს, იდეალური სისუფთავეა, მტვრის ოდნავი ნაწილაკიც კი შესამჩნევი ხდება გაკვრის შემდეგ, ამიტომ ეს პროცესი მოითხოვს იდეალურ სისუფთავეს. მეორე ფაქტორი ისაა, რომ თუ რამე თვალით უხილავი ხარვეზი აქვს მინას, ფირის გადაკვრის შემდეგ ისიც კი ჩანს, ფუნქციურად არანაირ პრობლემას არ ქმნის ნაკაწრები მინაზე, მაგრამ უბრალოდ ფირის გადაკვრის შემდეგ თვალში საცემი ხდება.
- ეს ფირი ახლად გამოცვლილ ფანჯრებზე უნდა გაეკრას, თუ შესაძლებელია, სახლში, სადაც მაგალითად 5-7 წლის წინაა რემონტი გაკეთებული იქაც დამონტაჟდეს?
- არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ ფაქტორს, არც ხარისხზე და არც მოვალეობის შესრულებაზე ახდენს ეს გავლენას. შედარებით რთული სამუშაოა ხის ჩარჩოებიანი ფანჯრები, თვითონ ჩარჩოს გამო, თორემ მინა ნებისმიერ შემთხვევაში იწმინდება, ხდება კუთხეების დამუშავება, ირეცხება და მერე ვსვამთ ჩარჩოში, მეტალო-პლასტმასში და ალუმინში იდეალურად ჯდება.
- ექსპლუატაციის ვადა რამდენია?
- 15 წელი.
ციცი ომანიძე