ამის მრავალი მიზეზი არსებობს, მათ შორის არის საკმაოდ გონივრულიც: ყველა მიზეზს ცრურწმენა არ შეიძლება ეწოდოს.
ყველაფერი, რაც ძილს, ხალხურ ნიშნებსა და რწმენას უკავშირდება, მცირე დეტალებამდეა ინტერპრეტირებული. ვინ იცის, იქნებ მართლაც ასეა, რომ არ უნდა დაიძინოთ თავით ფანჯრისკენ და ფეხებით კარისკენ. დაგროვილი ადამიანური გამოცდილება ხშირად იძლევა პრაქტიკულ ინტერპრეტაციებსა და გაფრთხილებებს.
ამიტომაც არის, რომ ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ აკრძალვების მთელი სია ბალიშებთან დაკავშირებით. მოდით ვნახოთ, რატომ არ გვირჩევენ ორ ბალიშზე დაძინებას.
მარტოხელა ადამიანს
ეს მნიშვნელოვნად ამცირებს თურმე მ
ის სულისკვეთებას ძიების პროცესში, რის გარეშეც ის ვერ შექმნის ოჯახს. ბოლოს და ბოლოს, როდესაც ძილის წინ ხედავთ ერთ ბალიშს, აშკარად აცნობიერებთ საკუთარ მარტოობას, ორი ბალიშის შემთხვევაში კი შეგიძლიათ ქვეცნობიერად გადაწყვიტოთ, რომ უკვე გყავთ ვინმე.
დაქორწინებულ ადამიანს
მაგალითად, როცა მეუღლე შინ არ არის, მივლინებაშია და ა.შ., ამ დროს თურმე ჯობს მეორე ბალიშის დროებით სხვაგან დადება, საყვარელი ადამიანის დაბრუნებამდე. სხვანაირად, ამბობენ, რომ უფრო მეტია ცდუნების ალბათობა.
ბავშვს
ითვლებოდა, რომ ორ ბალიშზე ძილის შემთხვევაში ის გაიზრდებოდა დაუცველ ადამიანად, ხშირად გადავიდოდა ერთი აზრიდან მეორეზე. მაგრამ სინამდვილეში, ბავშვს არ შეუძლია ძილი არა მხოლოდ ორ, ერთ ბალიშზეც კი. პედიატრები თვლიან, რომ ეს არის დამატებითი რისკფაქტორი ბავშვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვისაც კი – მისთვის უმჯობესია ზურგზე დაიძინოს, საერთოდ ბალიშის გარეშე.
ხანდაზმულ ადამიანს
ითვლებოდა, რომ ის დეპრესიაში ჩავარდებოდა და სიცოცხლის ბოლოს იმედგაცრუებული დარჩებოდა ცხოვრებისგან. საწოლზე დამატებითი ბალიში ხომ კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად მარტოხელაა ადამიანი.
თუ თქვენ მიჩვეული ხართ ორ ბალიშზე ძილს და არ ხართ მზად ცხოვრების წესის შესაცვლელად, მაშინ ორი პატარა ბალიშის ნაცვლად შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ ერთი დიდი.
ექსპერტის აზრი
ორ ბალიშზე ადამიანი კომფორტულად ვერ დაიძინებს. ეს იწვევს კისრის კუნთების დაძაბულობას, რაც გრძელდება მთელი ძილის პროცესში, ამიტომ, მეორე დილით ვდგებით დაღლილები, კისრის ტკივილით და შაკიკით.