ზოგ ადამიანს სჯერა, რომ თუ დაიცავს გარკვეულ წესებს, შეიძლება თავიდან აიცილოს უსიამოვნო შედეგები როგორც საკუთარ თავთან მიმართებაში, ისე საყვარელი ადამიანებისთვის.
მაგალითად, ამბობენ, რომ არაფრით არ შეიძლება პურის ნაჭრების გადაყრა ურნაში - უმჯობესია ფრინველებს და ცხოველებს აჭამოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის ფინანსურ კეთილდღეობას საფრთხე დაემუქრება. არც სხვისი ლუკმის ჭამა შეიძლება, ეს სიდუხჭირის მომასწავებელია.
ასევე მიიჩნევენ, რომ არ შეიძლება სტუმარმა გარეცხოს ჭურჭელი...
არადა, თითქოს კარგ ტონად ითვლება, როდესაც დიასახლისს საქმის გამარტივების მიზნით დახმარებას სთავაზობენ. არადა, თურმე ამის გაკეთება არ შეიძლება, ოჯახში ჭურჭლის დარეცხვა
მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს შეუძლიათ.
უხსოვარი დროიდან ყველაფერი, რაც საკვების მომზადებასა და ჭამასთან იყო დაკავშირებული, საგულდაგულოდ იყო დაცული ბოროტი თვალისგან. დიასახლისებს ეშინოდათ, რომ სტუმარი, რომელიც ოჯახური ცხოვრების ასეთ ინტიმურ სფეროში შეაღწევდა, სახლიდან სიმდიდრეს და კეთილდღეობას წაართმევდათ.
თუ სტუმრად ყოფნის დროს დისახლისისთვს დახმარების შეთავაზებას დააპირებთ, კარგად დაფიქრდით, მასპინძლებს ცრუმორწმუნეები ხომ არ არიან?
არ დადოთ ჩანთა იატაკზე - ეს ნიშნავს, რომ გაჭირვებული ხართ
ასევე მიიჩნევენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩანთის ან საფულის იატაკზე დადება, რადგან ამას სიმდიდრის გადინება მოჰყვება.
ეტიკეტის თანამედროვე წესები ასეთია: ჩანთას იატაკზე არ ადებენ, რადგან ჭუჭყიანია, არ დებენ მაგიდაზე, რადგან არაჰიგიენურია, ამიტომ კარადაში ათავსებენ ან საკიდზე კიდებენ.
ნუ დაუსტვენთ სახლში
ამბობენ, რომ სახლში სტვენა ნერვებს უშლის სახლის ანგელოზს.
ასევე არ შეიძლება მაგდაზე ჯდომა, რადგან არ შეიძლება ჭამის ადგილის შეურაცხყოფა, სუფრა ოჯახის თავშეყრის ადგილია. ძველად ეშინოდათ ამ მოქმედებით სულების გაბრაზება, ახლა კი უბრალოდ არაცივილიზებულად ითვლება.
არ შეიძლება დაბზარული ჭურჭლის გამოყენება. ჭამა და დალევა გაბზარული ჭურჭლიდან უბრალოდ საშიშია, გარეცხვის დროს შესაძლოა ადამიანს სერიოზული ზიანი მიაყენოს.