ნივთები და ზედაპირები, რომელთაც სოდა არ უნდა მიაკაროთ

სოდა მართლაც შეუცვლელი საშუალებაა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ის ყოველთვის არ გამოგადგებათ. მიუხედავად იმისა, რომ სოდა მართლაც სასარგებლოა ბევრი რამის დასუფთავებისას ან სხეულზე ზრუნვისას, ხშირად სჯობს მოერიდოთ კიდეც მის გამოყენებას.

ელექტრო მოწყობილობები
საცხობი სოდა არის აბრაზიული ნივთიერება, რომელიც აუცილებლად გაანადგურებს თქვენი ტელევიზორის ან სმარტფონის გლუვ ზედაპირს, თუ მიზანშეწონილად ჩათვლით ჭუჭყისა და მტვრის გაწმენდას ასეთიპროდუქტით.

ალუმინის ჭურჭელი
სოდის მუდმივმა გამოყენებამ ალუმინის ჭურჭლის გამწმენდ საშუალებად შეიძლება თანდათან დაუკარგოს მას ბზინვარება. საქმე ის გახლავთ, რომ საცხობი სოდა რეაქციაში შედის ალუმინის ზედაპირთან, რაც პოტენციურად იწვევს
ფერის შეცვლას.

დეკორაციები

სოდა არავითარ შემთხვევაში არ გამოგადგებათ სამკაულების გასაწმენდად. არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის სამკაულს ასუფთავებთ - ოქროულს თუ ბიჟუტერიას, - რეალობა ის არის, რომ უხეში აბრაზიული პროდუქტი თქვენს ბეჭდებსა და საყურეებზე დატოვებს პატარა ნაკაწრებს და წაართმევს მათ ლამაზ ბზინვარებას.

ანტიკვარიატი
აბრაზიული საცხობი სოდა აუცილებლად დაკაწრავს თქვენს ანტიკვარულ ნივთებს, ამიტომ, თუ ამის საჭიროება იქნება, გირჩევთ მსგავსი ნივთები გასაპრიალებლად პროფესიონალს მიაბაროთ.

ქვის ზედაპირი

ბუნებრივი ქვის ზედაპირი უფრო ფოროვანია, ვიდრე სხვა ტიპები. შესაბამისად, ეს მასალა უფრო მგრძნობიარეა სოდაის აბრაზიულობის მიმართ.

თუჯის ჭურჭელი
თუჯის ჭურჭლის მოვლა უფრო რთულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ჭურჭლის. თუჯის ჭურჭელი შესანიშნავი დამხმარეა საყოფაცხოვრებო საქმეში, თუ იცით, თუ როგორ უნდა მოუაროთ მას. ამ მოვლის პირველი წესი არის ის, რომ მას არ უნდა მიაკაროთ საცხობი სოდა.

ალუმინის მილები
კანალიზაციის გაწმენდის საკითხი ადრე თუ გვიან დგება ყველა ოჯახის წინაშე. საცხობი სოდა ამ შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული, მხოლოდ ძმართან ერთად – თანაც, უკიდურესი სიფრთხილით.

მარმარილოს ზედაპირები
დარწმუნებული იყავით: სოდა არა მხოლოდ დაკაწრავს თქვენს მარმარილოს, არამედ ქიმიურ რეაქციაშიც შედის მასთან. ამის შემდეგ ნამდვილად შეგიძლიათ დაემშვიდობოთ ლამაზ ზედაპირს. მარმარილოს უსაფრთხოდ გასაწმენდად ყველაზე ხშირად გამოიყენება წყლის ხსნარი და ჭურჭლის სარეცხი რბილი საშუალება.

შუშის ზედაპირები
აბრაზიული სოდის გამოყენების შემდეგ მინაზე აუცილებლად დარჩება შესამჩნევი ნაკაწრები.

ხის იატაკები
სახლის საერთო ინტერიერში ხის იატაკი მართლაც ლამაზად გამოიყურება, თუმცა მისი სოდით მორეცხვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები