როგორ მოვიშოროთ მაცივარში გაჩენილი უსიამოვნო სუნი

სუნი ყოველთვის სასიამოვნო როდია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ნიჟარას, კარადას ან მაცივარს. ნესტის ან ლპობის მძაფრი სპეციფიკური "სურნელი" არის მიზეზი ვიფიქროთ, რომ რაღაც ხდება.

როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს, როგორ აღმოვფხვრათ უსიამოვნო სუნის გამომწვევი წყარო?

პირველ რიგში უნდა დავადგინოთ, საიდან გაჩნდა უსიამოვნო სუნი.
ეს შეიძლება იყოს გაფუჭებული პროდუქტი. საკმარისია ერთი ნაყოფი დაზიანდეს, გაფუჭებისა და ობის პროცესი ახლომდებარე პროდუქტებზე რამდენიმე დღეში გავრცელდება. ყურადღებით დაათვალიერეთ მაცივრის ყველა თარო თუ უჯრა. თუ რომელიმე პროდუქტზე საეჭვო ლაქებს ან ლორწოს შენიშნავთ, სინანულის გარეშე გადაყარეთ ყველაფერი,
რადგან შეუქცევადი პროცესი უკვე დაწყებულია.
უსიამოვნო სუნი შეიძლება გამოიწვიოს კონტეინერებმა, რომლებიც არ არის მჭიდროდ დახურული.
სუნი შეიძლება წარმოიქმნას ჩაკეტილი სადრენაჟო სისტემის გამო (ეს ეხება მაცივრებს წვეთოვანი გაგრილების სისტემით). ამ დროს დაგროვილ ტენიანობას აორთქლების დრო არ აქვს. შედეგად, ჩნდება სტაგნაცია და წარმოიქმნება ლორწო.

პრობლემა შიძლება გამოიწვიოს სავენტილაციო სისტემის გაუმართაობამ. ეს განსაკუთრებით ეხება მაცივრებს მშრალი ყინვის ფუნქციით.
ობის ფორმირება. როგორც წესი, ხდება რეზინის ნაკეცებში ან მაცივრის განყოფილების კუთხეებში.

თუმცა, რაც არ უნდა იყოს უსიამოვნო სუნის მიზეზი, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია მაცივრის მომზადება ზოგადი გაწმენდისთვის.
ამისთვის პირველ რიგში, გამორთეთ მოწყობილობა ქსელიდან. გაათავისუფლეთ მაცივარი, საყინულეს ჩათვლით. გადაახარისხეთ პროდუქტი. გადაყარეთ მალფუჭებადი პროდუქტი, დანარჩენი მოათავსეთ ყველაზე გრილ ადგილას (ცივ სეზონში იდეალურია აივანი), თბილ სეზონზე კი აუცილებელია თერმოჩანთების გამოყენება.

გაალღვეთ მაცივარი. გააღეთ საყინულის და თავად მაცივრის კარი, მოათავსეთ თასი სადრენაჟო სითხისთვის და გააჩერეთ რამდენიმე საათის განმავლობაში, სანამ მთელი ყინული არ გადნება (ეს ვარიანტი ვრცელდება წვეთოვანი სისტემის მქონე მოწყობილობებზე). მშრალი ყინვის მქონე მაცივრებისთვის საკმარისია კამერის კარები ღიად დატოვოთ საათნახევარი-ორი საათის განმავლობაში. როგორც კი მაცივარი მთლიანად გალღვება და ოდნავ გაშრება, შეგიძლიათ გაწმინდოთ. კარგად გაწმინდეთ ყველა უჯრა, სათავსო, თარო, კარი, კედელი. არ დაივიწყოთ სადრენაჟო ხვრელი. დატოვეთ კარები ღია თხუთმეტიდან ოცი წუთის განმავლობაში, შემდეგ დაკეტეთ და კარგად გაწმინდეთ მაცივრის გარეთა ნაწილი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სახელურებს.
შემდეგ ჩართეთ მაცივარი, დააყენეთ საჭირო ტემპერატურაზე (თუ ტაიმერი გამორთულია) და გააცივეთ მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში. ამის შემდეგ დაალაგეთ პროდუქტები.

უსიამოვნო სუნთან გამკლავებაში დაგეხმარებათ სახლში არსებული საშუალებები, რომელიც თითქმის ყველა დიასახლისს აქვს კარადაში. მაგალითად სარეცხის საპონი, წყალბადის ზეჟანგი, ძმარი, ლიმონის წვენი ან მჟავა. ასევე რეკომენდებულია მაცივრის ქლორის შემცველი პროდუქტებით გაწმენდა.
გამოგადგებათ საყოფაცხოვრებო ქიმიკატებიც.
არსებობს მრავალი საშუალება (მათ შორის ხალხური), რომლებიც საკმაოდ კარგად შთანთქავს სუნს. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ მარილი, სოდა, უმი ბრინჯი, წიწიბურა, ჩაი, გააქტიურებული ნახშირის ტაბლეტები, სილიციუმის გელი, კურკუმა, ციტრუსის კანი, ბროწეულის მარცვლები, ყავის მარცვლები, ლიმონის ნაჭერი. მაღაზიებში ასევე იყიდება სპეციალური შთამნთქმელი, რომლებიც მიმაგრებულია მაცივრის კედელზე ან კარზე.

 უსიამოვნო სუნის გაჩენის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა.
შეინახეთ საკვები და მომზადებული კერძები ჰერმეტულ კონტეინერებში. დროდადრო აუცილებლად დაათვალიერეთ ხილი, ბოსტნეული, კენკრა, მწვანილი,ყველი, სოსისები, მწნილები და ა.შ.

მაცივარში არ მოათავსოთ ცხელი ან თბილი საკვები. ასეთი ქმედებები ხელს უწყობს ჭარბი კონდენსაციის წარმოქმნას. არ გადატვირთოთ მაცივარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვენტილაცია შეფერხდება.
ორ კვირაში ერთხელ მაინც გაწმინდეთ თაროები, უჯრები და კონტეინერები ანტიბაქტერიული ტილოებით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები