ზაფხულის ცხელ დღეებში უცილებელია ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე, რაც პირველ რიგში გულისხმობს იმ პროდუქტებისადმი დამოკიდებულებას, რომლებსაც ყოველდღიურად მოვიხმართ და რომელიც პირდაპირ ახდენს გავლენას ჩვენს ჯანმრთელობაზე. არსებობს პროდუქტები, რომელიც უცილებლად საჭიროებს მაცივარში შენახავს და ამის შესახებ ვიცით, თუმცა ზოგიერთი პროდუქტი, რომლისთვის ადგილიც, როგორც წესი, სამზარეულოს კარადებში გვაქვს ხოლმე გამოყოფილი, მაცივრის გარეშე გვრჩება. ასე აღნიშნული პროდუქტი ერთის მხრივ უფრო დიდხანს ინახება, მეორეს მხრივ კი სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს. მოდით ვნახოთ, რომელ პროდუქტებზეა საუბარი.
ჩირეული
ჩირი, ისევე როგორც თხილი, შეიცავს მცირე რაოდენობით წყალს და ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე
თვის განმავლობაში თავისუფლად ინახება, თუმცა, თუ მათ შენახვას დიდი ხნით გეგმავთ, შეინახეთ მაცივარში. ასე ვიზუალსაც შეუნარჩუნებთ და გემოვნურ თვისებებსაც.
სოიოს სოუსი
სანელებლების უმეტესობის მსგავსად, სოიოს სოუსი მაცივრის გარეშე არ ფუჭდება ნატრიუმის მაღალი შემცველობის გამო. თუმცა, კარადაში შენახული გახსნილი სოიოს სოუსი კარგავს გემოვნურ თვისებებს. თუ მთლიანი ბოთლის გამოყენებას ერთი ან ორი თვის განმავლობაში არ გეგმავთ, უმჯობესია ის მაცივარში შეინახოთ.

მთელმარცვლოვანი ფქვილი
მთელმარცვლოვანი ხორბლის ფქვილი გახსნის შემდეგ მაცივარში უნდა შეინახოთ, რადგან ხორბლის ჩანასახი, შესაბამისად მისი ფქვილი, უფრო მალე ფუჭდება, ვიდრე სხვა ფქვილი. იგივე ეხება ნუშის ან ქეშიუს ფქვილს.
ალოე
ქორფა ალოე მაცივარში უნდა ინახებოდეს, თუმცა ეს მაღაზიაში შეძენილ გელებსაც ეხება. მისი შენახვა მაცივარშია რეკომენდებული, განსაკუთრებით ზაფხულში, რადგან გაცივებული ალოე შესანიშნავი საშუალებაა მზის დამწვრობის დროს.
გახსნილი წითელი ღვინო
ბევრს შეცდომით მიაჩნია, რომ წითელი ღვინო, თუნდაც გახსნილი ბოთლი, ოთახის ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. არადა, სწორედ მაცივარში ნელდება ჟანგვის პროცესი, რაც ხელს უშლის ღვინის ძმრად გადაქცევას. გახსნილი ღვინის შენახვა მაცივარში ხუთ დღემდეა შესაძლებელი. სუფრასთან მიტანის წინ ღვინო უნდა გამოიღოთ და ოთახის, დაახლოებით 18,3 გრადუს ტემპერატურამდე უნდა დაიყვანოთ.