7 რჩევა კონდიციონერების შესახებ "ქებული კლიმატისგან"
ზაფხულის განმავლობაში, კონდიციონერის გამო მნიშვნელოვნად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გაზრდილი კომუნალური გადასახადები, მაღაზიათა ქსელი "ქებული კლიმატი" რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გთავაზობთ:
1. ღამის რეჟიმი: ნუ ამუშავებთ კონდიციონერს სრული დატვირთვით მთელი ღამის განმავლობაში. გაააგრილეთ ოთახი დაძინებამდე, ღამით კი გამორთეთ კონდიციონერი, ან გადაიყვანეთ ღამის რეჟიმზე, რაც შეამცირებს კონდიციონერის დატვირთვას, ოთახში კი შენარჩუნდება სიგრილე.
2. გააგრილოთ მხოლოდ ერთი ოთახი: თუ დღის განმავლობაში ერთ ოთახში გიწევთ ყოფნა, ნუ დახარჯავთ ძალისხმევას მთელი სახლის გაგრილებაზე. მხოლოდ ერთი ოთახის გასაგრილებლად, კონდიციონერს
3. დააყენეთ კონდიციონერი 25 გრადუსზე: 25 გრადუსი ოპტიმალური ტემპერატურაა იმისთვის, რომ ოთახიც გაგრილდეს და კონდიციონერიც არ გადაიტვირთოს მუშაობით. ეს მოხმარებული ელექტროენერგიის დახლოებით 40%-ს დაგაზოგინებთ.
4. ჩააქრეთ სინათლე: იმასთან ერთად, რომ ნათურები თავადაც ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც უფრო მეტი ნათურა ანთია ოთახში, მით მეტად იმატებს სიმხურვალე და გაგრილების საჭიროებაც.
5. როცა სახლში არავინაა: ნუ დატოვებთ კონდიციონერს ჩართულს, უბრალოდ დარწმუნდით, რომ სახლიდან გასვლის წინ დახურეთ ფანჯრები. ასეთ შემთხვევაში, დახურული ფანჯრები მეტ-ნაკლებად ხელს შეუშლის ოთახში სიცხის შემოსვლას, სახლში მოსვლისთანავე კი შეგიძლიათ ჩართოთ კონდიციონერი და რამდენიმე წუთში ოთახში უკვე იგრძნობთ სიგრილეს. არსებობს მეორე გზაც, თუ თქვენს კონდიციონერს Wi-Fi მხარდაჭერა აქვს, შეგიძლიათ სმარტფონში გადმოიწეროთ სპეციალური აპლიკაცია და სახლში მისვლამდე ჩართოთ კონდიციონერი. Wi-Fi მართვის ფუნქციით აღჭურვილი კონდიციონერები შეგიძლიათ მაღაზიათა ქსელ "ქებულ კლიმატში" შეიძინოთ.
6. შეარჩიეთ ენერგოეფექტური კონდიციონერი: თუ კონდიციონერის შეძენას ახლა აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ მათ შორის ერთერთი ძირითადი განსხვავება ენერგოეფექტურობის კლასებია. რაც უფრო მაღალია კლასის მაჩვენებელი, მით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს კონდიციონერი, მუშაობის ეფექტურობა კი ამით არ მცირდება.
7. და ბოლოს, მუდმივად აკონტროლეთ თუ რამდენად გამართულია თქვენი კონდიციონერი ტექნიკურად. ხშირად წმინდეთ ფილტრები და პერიოდულად ჩაატარეთ პროფილაქტიკური სამუშაოები, რომ თქვენმა კონდიციონერმა ეფექტურად და შეუფერხებლად იმუშავოს.