ზამთარში ყველა ოჯახი იყენებს გასათბობად რადიატორს ან სხვა სახის გამათბობელს, რომელიც ჰაერს აშრობს, გამომშრალიI ჰაერი კი ზოგ ადამიანს დიდ დისკომფორტს უქმნის, ის იწვევს კანისა და თმის გამოშრობას, ადამიანებს უძნელდებათ სუნთქვა და ნაადრევ ნაოჭებსაც კი წარმოქმნის, თუმცა არსებობს საშუალება, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
სარეცხის საშრობი ოთახში შეიტანეთ
სარეცხის საშრობ რადიატორთან მოათავსეთ, უმჯობესია სარეცხი ღამით გაფინოთ, დილისთვის მშრალი დაგხვდებათ და ჰაერიც დატენიანდება.
წყალი ფანჯრის რაფაზე
ფანჯრების რაფებზე ლამაზი გამჭირვალე ქოთნები და ლარნაკები დაალაგეთ და წყალი ჩაასხით. წყალში შეგიძლიათ პიტნაც ჩაყაროთ სურნელებისთვის
ან თუდაც ციტრუსის ნაფრცქვენები. არ დაგავიწყდეთ ჭურჭლის დროდადრო წყლით შევსება და გამორეცხვა.
გათბობის პერიოდშო ოთახის ტენიანობა 15 - 20 %-ით კლებულობს.
აადუღეთ წყალი
ხშირად აკეთეთ ზამთარში წვნიანები და კომპოტები, რეცხეთ ჭურჭელი და ადუღეთ წყალი. ცხელი საჭმელი და სასმელი არა მარტო გასიამოვნებთ ზამთრის ცივ დღეებში, არამედ ჰაერსაც დაგიტენიანებთ.
გამოიყენეთ აბაზანა
ყველაზე ადვილი მეთოდი სახლში ჰაერის დასატენიანებლად - შხაპის მიღების შემდეგ აბაზანის კარი ღია დატოვეთ.
ოთახის მცენარეები
იმ ოთახის მცენარეებს შორის, რომლებიც სახლს ატენიანებენ, რეკორდსმენები არიან
ასევე ციპერუსი, ის ოთახის ბუნებრივ დამატენიანებლად ითვლება.
თუ სახლში ოთახის დამატენიანებელი სპეციალური აპარატი გაქვთ, გახსოვდეთ, რომ 70 %-ზე მეტი ტენიანობაც არ გახლავთ კარგი ჯანმრთელობისთვის.
სახლი ხშირად გაანიავეთ და დაალაგეთ სველი წესით.
სახლის რეგულარულად დალაგება სველი წესით არა მარტო მტვერს მოგაშორებთ, არამედ დატენიანებასაც შეუწყობს ხელს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ხალიჩასა და ფარდებს. ხშირად გარეცხეთ და დაფერთხეთ.
დადგით დეკორატიული შადრევანი
დღესდღეობით დეკორატიული შადრევნების უამრავი ვარიანტის მოძიება არის შესაძლებელი, რომელიც არც ინტერიერს გაგიფუჭებთ და საქმესაც გააკეთებს, ჰაერს დაგიტენიანებთ.
სარეცხის საშრობი ოთახში შეიტანეთ
სარეცხის საშრობ რადიატორთან მოათავსეთ, უმჯობესია სარეცხი ღამით გაფინოთ, დილისთვის მშრალი დაგხვდებათ და ჰაერიც დატენიანდება.
წყალი ფანჯრის რაფაზე
ფანჯრების რაფებზე ლამაზი გამჭირვალე ქოთნები და ლარნაკები დაალაგეთ და წყალი ჩაასხით. წყალში შეგიძლიათ პიტნაც ჩაყაროთ სურნელებისთვის
გათბობის პერიოდშო ოთახის ტენიანობა 15 - 20 %-ით კლებულობს.
აადუღეთ წყალი
ხშირად აკეთეთ ზამთარში წვნიანები და კომპოტები, რეცხეთ ჭურჭელი და ადუღეთ წყალი. ცხელი საჭმელი და სასმელი არა მარტო გასიამოვნებთ ზამთრის ცივ დღეებში, არამედ ჰაერსაც დაგიტენიანებთ.
გამოიყენეთ აბაზანა
ყველაზე ადვილი მეთოდი სახლში ჰაერის დასატენიანებლად - შხაპის მიღების შემდეგ აბაზანის კარი ღია დატოვეთ.
ოთახის მცენარეები
იმ ოთახის მცენარეებს შორის, რომლებიც სახლს ატენიანებენ, რეკორდსმენები არიან
- ფიკუსი
- დრაცენა
- გიბისკუსი
- სპარმანია