როგორ დავზოგოთ წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადი ზაფხულში?

ეზოსა და გარე ავეჯის გასუფთავება, ავტომობილისა და ხალიჩების რეცხვა - ეს პროცედურები ზაფხულს კიდევ უფრო ხარჯიან სეზონად აქცევს. წყლისა და ელექტროენერგიის მოხმარებასთან ერთად, კომუნალური გადასახადებიც იზრდება.
ზაფხულის ცხელ სეზონზე კი რთულია, ეზო ხშირად არ დაასუფთავო და თავადაც არ გაგრილდე.
ჩვენს ქვეყანაში წყლის გადასახადი ბევრ სახელმწიფოსთან შედარებით, მცირეა, თუმცა არა იმდენად, რომ დაზოგვაზე არ ვიფიქროთ. უმრიცხველოდ მოხმარებისას გადასახადი ერთ მოსახლეზე (საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის) 3,89 ლარს შეადგენს, მრიცხველით მოხმარებისას კი 1მ3-ზე 0,329 ლარს.
ავტომობილის რეცხვისას ან ეზოს დასუფთავებისას მოხმარებული წყლის დიდ ნაწილს კი
ფუჭად ვფლანგავთ.
როგორ შეგვიძლია, შევამციროთ კომუნალური გადასახადები ისე, რომ ამავდროულად, ჩვენი საცხოვრებელი ეფექტურად დავასუფთავოთ?
ამის შესახებ ინტერნეტში არაერთი ბლოგი და რევიუ არსებობს, რომლებიც აღნიშნული პრობლემის წინაშე მდგომ ადამიანებს დახმარებას უწევს. ცხადია, თანხის დაზოგვის მიზნით, სახლისა და ავტომობილის მოვლის რუტინაზე უარის თქმა შეუძლებელია, თუმცა წყლისა და ელექტროენერგიის ეფექტურად მოხმარების შემთხვევაში, სასურველი მიზანი მიიღწევა.

ელექტროენერგისა და წყლის მოხმარება არამხოლოდ ჩვენი ბიუჯეტის, არამედ გარემოს დაცვისთვისაც აუცილებელია. მაშინ, როცა მსოფლიოს ერთი ნაწილი უწყლობას განიცდის, მეორე დიდი რაოდენობით სასმელ წყალს უმიზნოდ ღვრის. ევროპაში საყოფაცხოვრებო მიზნით ყველაზე დიდი ოდენობით წყალს ისლანდია, მაკედონია და საბერძნეთი მოიხმარს, ინდუსტრიული მიზნებისთვის კი ნორვეგია, ნიდერლანდები, ბელგია და შვეიცარია. ამ პროცესში კი დიდი ოდენობით სასმელი წყალი იღვრება, მაშინ, როცა აფრიკის კონტინენტის ბევრ ქვეყანაში ის უბრალოდ სანატრელად და საოცნებოდ აქვთ.
ბევრმა მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ წყლის რესურსის დაზოგვა აქტიურად დაიწყო, ზოგიერთი კი ცდილობს, ისეთი პროდუქცია აწარმოოს, რომელიც მოსახლეობას სასმელი წყლის უმიზნო ხარჯს თავიდან აარიდებს.
გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლებიც წყლისა და ელექტროენერგიის დაზოგვაში დაგვეხმარება, მთვარია, ისინი სულ გვახსოვდეს. მაგალითად, სახლში ენეგოეფექტური ნათურები უნდა გამოვიყენოთ. ასევე, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ძალიან პოპულარულია განახლებადი ენერგიის მოხმარება. კერძოდ, ელექტროენერგიის მზის პანელებით ან ქარის ელექტროსადგურებით მიღების ტენდენცია, რაც საქართველოშიც ნელ-ნელა მკვიდრდება.
ამასთან, ელექტროენერგიისა და წყლის დასაზოგად, რამდენიმე მარტივი, საყოფაცხოვრებო წესიც უნდა გავითვალისწინოთ:
გამორთეთ კომპიუტერი. სახლში ჩართული „ჩაძინებული“ კომპიუტერის დატოვება შეიძლება, ყოველთვიურად, ზედმეტად გადახდილ რამდენიმე ლარს უდრიდეს. ასევე, ტელეფონის, ლეპტოპის, ტაბლეტისა და სხვა მოწყობილობების დამტენები დენის წყაროში შეერთებულ მდგომარეობაში არ უნდა დავტოვოთ.
რაც შეეხება წყალს, ბევრი ჩვენგანი ჭურჭლის რეცხვისას ონკანს დიდი ხნის განმავლობაში მოშვებულს ვტოვებთ, ასევე, ნარგავების მორწყვისას ხშირად იმაზე უფრო მეტ წყლის რესურსს ვიყენებთ, ვიდრე საჭიროა.

საკუთარ სახლში ცხოვრების შემთხვევაში, აუზი სპეციალური საშუალებით უნდა გადავხუროთ მაშინ, როცა არ ვიყენებთ. ეს როგორც წყლის დაბინძურებასა და მის ხშირს ჩანაცვლებას აგვარიდებს თავიდან, ისე აუზის დაცლისა და ავსების უსიამოვნო პროცესს; უმჯობესია, ნარგავებს წყალი ხელის სარწყავი საშუალებებით მივაწოდოთ, ვიდრე რეზინის მილებით; ასევე, ავტომობილი, ხალიჩა, გარე ავეჯი მაღალი წნევით რეცხვის აპარატით უნდა გავრეცხოთ და არა რეზინის მილის მეშვეობით.
უცხოური ბლოგების თანახმად, ევროპასა და ამერიკაში ოჯახები ავტოსამრეცხაოში მისვლას ან ეზოს გასასუფთავებლად სპეციალური სერვისის გამოძახებას, შესაბამისი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას ამჯობინებენ. ზოგადად, ავტოსამრეცხაოსა და დასუფთავების სერვისის მომსახურება გაცილებით ძვირია, ვიდრე თვითმომსახურება.
თვითმომსახურების დანერგვასთან ერთად კი, მისი გაუმჯობესებაც დაიწყო. გარდა ამისა, აუცილებელია, მოვაწესრიგოთ როგორც წყლის, ისე ელექტროგაყვანილობა და ენერგოეფექტური მოწყობილობები უნდა შევიძინოთ.
რევიუების თანახმად, კერხერის ფირმის მაღალი წნევით რეცხვის აპარატის შეძენა ყველაზე ეფექტური ინვესტიციაა იმ შემთხვევაში, თუ ენერგოეფექტურ საყოფაცხოვრებო მოდელს ავარჩევთ. აპარატის შეძენამდე კონკრეტულად, პროდუქციის შესახებ დაწერილ შეფასებებს უნდა გავეცნოთ, რათა მათი გამოცდილება გავიზიაროთ, ვინც ის უკვე გამოიყენა.
მომხმარებლების რევიუების თანახმად, თუ რეზინის წყლის მილის გამოყენებით ხალიჩის სრულყოფილად გარეცხვას ერთი საათი ან უფრო მეტი მაინც სჭირდება, აპარატის მომხმარებლები განმარტავენ, რომ კერხერი ფირმის მაღალი წნევით რეცხვის აპარატი ამ დროს რადიკალურად წუთამდე ამცირებს.
შედეგად, მცირდება ფუჭად დახარჯული წყლის მოცულობა, ვზრუნავთ გარემოზე, ვზოგავთ ძვირფას დროს და რაც მთავარია, ჩვენ მიერ გამომუშავებული ფულს.

კომენტარები

გურამი 2019-06-10 09:26
არ იბანაოთ ისედაც 90%-ს არ უყვარს ბანაობა.
იღლები არ გაიპარსოთ, ამით დიდი ენერგია დაიზოგება.
გიორგი. 2019-06-10 05:46
დ/დიღმის მე-2 მიკროში, გაზის ქვესადგური, გაზის ჯონვის გამო, ისე ყარს, ახლოს ვერ გაივლით. ეს, ის ქვესადგურია, რომელიც "თბილგაზს" ეკუთვნის და ყურადღებას არ აქცევენ, არ უვლიან, არ არემონტებენ. აბსოლიტურად დარწმუნებული ვართ, რომ ყველა ანალოგიური ქვესადგურები, მზგავს მდგომარეობაშია. რას უშვებიან ამხელა დანაკარგებს? გაზს დაუკითხავად, უპრობლემოდ გვიძვირებენ და და ჩვენ, ხალხს გვახდევინებენ, გვატყავებენ.. ასევეა წყალზე. როგორ შეიძლება ერთი სული მოსახლე, თვეში ამდენ წყალს ხარჯავდეს. თავიდან, რომ მოვიდნენ, ატეხეს ერთი აურზაური, წყლის მრიცხველების დაყენებაზე. დაიწყეს კერძო ეზოებიდან და მაშინვე შეწყვიტეს. რატომ? იმიტომ, რომ კერძო ეზოს მოსახლე, ნახევარ წყალსაც ვერ მოიხმარდა და წარმოიდგინეთ კორპუსის მოსახლე, რამდენს მოიხმარს. გარე ქსელებიდან, მზგავსად გაზისა, წყლის დანაკარგები უზომოა. მას შემდეგ წყალს აძვირებენ და აძვირებენ. ხალხს რომ ყვლეფენ, სად არის ჩვენი "არჩეული" და ჩვენი ხელით გამდიდრებული, საყვარელი მთავრობა?
რეზო 2019-06-07 22:09
ყველაფერი ჩვენ უნდა დავზოგოთ? იქნებ მთავრობამაც დაგვზოგოს ხანდახან.
vano 2019-06-06 20:36
telavshi 50 tetria 1 kub metri
ფოთელი 2019-06-05 10:21
თქვენ ეტყობა ფოთში არ იცით წყლის საფასური რამდენის? :D

კომენტარის დამატება