როგორ შევებრძოლოთ მშრალ ჰაერს, როდესაც სახლში გათბობაა ჩართული


ზამთარში, როდესაც გათბობაა ჩართული, მშრალი ჰაერი აუტანელი ხდება და ეს პრობლემა ყველა ოჯახს აწუხებს. მშრალი ჰაერი ზიანს აყენებს როგორც ადამიანის ჯანმრთელობას ისე შინაურ ცხოველებს, თუმცა არსებობს საშუალებები, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება.

1. დაასველეთ სავარცხელი თმის კონდიციონერიან ხსნარში

იმაზე თუ ვისაუბრებთ, ადამიანის სხეულის რომელი ნაწილი ზარალდება ყველაზე მეტად სახლის გათბობის დროს ჰაერის გამოშრობის შედეგად - ეს ცალსახად თმებია.
ამ დროს საუკეთესო გადაწყვეტილება სავარცხლის თმის კონდიციონერიან ხსნარში დასველებაა.
ჩაასხით თმის ბალზამი ან კონდიციონერი თბილ წყალში, კარგად შეანჯღრიეთ, ჩადეთ სავარცხელი და დატოვეთ მთელი
ღამით. დილით ამოიღეთ და დააცადეთ, სანამ თავისით არ გაშრება. ამის შემდეგ ჩვეულ რეჟიმში დაივარცხნეთ ამ სავარცხლით თმა.

2. სარეცხი საძინებელში გააშრეთ



ნუ იფიქრებთ ბევრს იმაზე, თუ სად გააშროთ სარეცხი, ახლად გარეცხილი სარეცხი პირდაპირ საძინებელში მიაბრძანეთ.
ასე ჰაერი შესანიშნავად დატენიანდება და ღამეც კარგად დაგეძინებათ. ოღონდ რასაკვირველია, დაძინებამდე ოთახი კარგად გაანიავეთ.

3. ოთახის მცენარეების უხვად მორწყვა



სახლის გათბობის პერიოდში ოთახის მცენარეებმა შეიძლება მოიწყინონ. განსაკუთრებული ხფათი მცენარეებს მაშინ ელოდებათ, თუ ისინი ფანჯრის რაფაზე გაქვთ მოთავსებული, ფანჯრის რაფის ქვეშ კი ბატარეაა. ამ დროს ეცადეთ ყვავილები დღე-ღამეში ორჯერაც კი მორწყათ.

4. შინაურ ცხოველებს დასალევი წყალი არ მოაკლოთ



როდესაც ადამიანს სცხელა, მან იცის, რომ უნდა დალიოს წყალი, ცხოველები კი ამდენს ვერ აანალიზებენ, ცხოველი ვერ ხვდება, რომ სახლის გათბობის დროს უნდა მიიღოს მეტი სითხე, ამიტომაც, ეცადეთ თქვენსს შინაურ მეგობარს წყლის ჭურჭელი ყოველთვის სავსე ქონდეს და უფრო მეტიც, ჭურჭელი ყველა ოთახში დაუდეთ.

5. დაიძინეთ ოდნავ შეღებულ ფანჯარაში



როდესაც სახლში გათბობაა ჩართული, გარეთ ყინვაც რომ იყოს, ფანჯრები აუცილებლად მიკროგანიავების რეჟიმში უნდა დააფიქსიროთ და ღამე ისე უნდა დაიძინოთ. ეს აუცილებლი მოთხოვნაა ნებისმიერი ოჯახისთვის, ღამით საძინებელი უნდა ნიავდებოდეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები