ონის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, 12 სოფელი და 2000 ზე მეტი ადამიანი მოწყვეტილია გარე სამყაროს, დაზიანებულია 10 ხიდი, ჩაიხერგა სოფლამდე მისასვლელი გზები, დაიტბორა სოფელ ნაკიეთის ერთ - ერთი უბანი, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებლები სტიქიის ამსახველ ვიდეოებს ავრცელებენ. ეს კადრები ორი ცნობილი კურორტის, შოვისა და უწერის გზებზეა გადაღებული.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია შოვის, უწერისა და ღებისკენ მიმავალი გზები. აქ მიმოსვლა შეუძლებელია, არადა ამ სოფლებს წლის ამ სეზონზე ყველაზე მეტი დამსვენებელი სტუმრობს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია შოვის, უწერისა და ღებისკენ მიმავალი გზები. აქ მიმოსვლა შეუძლებელია, არადა ამ სოფლებს წლის ამ სეზონზე ყველაზე მეტი დამსვენებელი სტუმრობს.
კომენტარები