როგორი საცხოვრებელია კორპუსის პირველი და ბოლო სართული - 7 მიზეზი, რომ სწორედ აქ დასახლება მოგინდეთ



სახლის პირველი და ბოლო სართული, ბინის ყიდვის დროს, ადამიანების მიერ ყოველთვის ბოლო ვარიანტად განიხილებოდა ხოლმე.
ჩამოსული წვიმის წყალი, ლიფტი, რომელიც ძალიან ხშირად არ მუშობდა, ფანჯრების წმენდის პრობლემა - ეს იყო ბოლო სართულზე ცხოვრების მთავრი დისკომფორტი.

ნესტი, ბუნებრივი განათების ნაკლებობა, ფანჯრიდან ნებისმიერ დროს შეეძლო ვინმეს შემოეხედა ან შემომძვრალიყო კიდეც და ა.შ - ეს პირველი სართულის ნაკლოვანებებია.

ეს ყველეფერი უფრო ძველად აშენებულ სახლებს ეხება, სადაც პირველი სართული პირდაპის საცხოვრებელი ბინებით იწყება. თანამედროვე, ახალაშენებულ სახლებში პირველი სართული, როგორც წესი, კომერციულ ფართებს უკავია, ბოლო
სართულს კი სახურავისგან ტექნიკური სართული ჰყოფს.
ასე რომ, დღესდღეობით ამ ორი აღნიშნული სართულის მარტო მინუსებსზე საუბარი მართებული ნამდვილად არ არის.
პირველ და ბოლო სართულზე ცხოვრებას, ისევე, როგორც სხვა სართულებზე ბინადრობას, აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ფასი. ეს ობიექტები შესაძლოა 10-15 პროცენტით ნაკლები ღირდეს ვიდრე დანარჩენი. მოდი, დეტალურად გავარკვიოთ ყველაფერი.

პირველი სართული

1. ამ შემთხვევაში არ არსებობს ლიფტის პრობლემა. თმცა პატარა პრობლემა იქმნება ხოლმე ლიფტის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. როგორც წესი, პირველი სართულის მაცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ მათ ლიფტი არ ჭირდებათ და არც მისი გადასახადი უნდა ეხებოდეთ. თუმცა, კოდექსით ეს გადასახადი გათვალისწინებულია და მისი გადახდა სახლის ყველა ბინადარს მოუწევს.
2. შეგიძლიათ ირბინოთ და იხტუნოთ რამდენიც გინდათ, მეზობლებს არ შეაწუხებთ.
3. არასასიამოვნოა ამაზე საუბარი, მაგრამ მოულოდნელი საფრთხის შემთხვევაში ბევრად მარტივია თავის გადარჩენა.
4. პირველი სართული ძალიან მოსახერხებელია პენსიონერებისთვის და პატარა ბავშვების მშობლებისთვის, განსაკუთრებით თუ ეტლით უწევთ სარგებლობა.
5. არ გექნებათ იმის შიში, რომ მეზობელთან წყალს ჩაუშვებთ.
6. ავეჯის გადაზიდვა ან მსგავსი სერვისი შედარებით იაფია, რადგან ფეხით კიბეზე ასვლა არავის მოუწევს და არც ლიფტით სარგებლობა.
7. ამ სართულზე ძალიან მოსახერხებელია ასევე ცხოველების, განსაკუთრებით კი კატების ყოლა.

ბოლო სართული

1. ლამაზი ხედი, ეს ის არის, რაც ამ სართულზე ბინის ფასს ზრდის. გარდა ამისა, ბოლო სართულზე ყოველთვის უფრო მეტი მზეა. ბინები აქ, როგორც წესი, ძალიან ნათელია.
2. სუფთა ჰაერი და სიწყნარე. რაც უფრო მაღლა ხართ, მით თავისუფლად სუნთქვათ, 25-ე სართულზე მანქანების გამონაბოლქვი ვერ აღწევს, ვერც მანქანების ხმაური.
3. არავინ მოგიშლით ნერვებს თქვენს ზემოთ სირბილით ან ცეკვით.
4. ბოლო სართულზე, როგორც წესი, სახლები ბევრად თბილია.
5. არ არის იმის საშიშროება, რომ ფანჯარაში ვინმემ შემოიჭყიტოს, ასე რომ, თავისუფლად შეგიძლიათ იყოთ ტანსაცმლის გარეშე, თუ ამის სურვილი გექნებთ.
6. ვერც მწერები შეგაწუხებენ ისე ინტენსიურად, როგორც დაბალ სართულზე.

კომენტარები

ლალუკა 2021-04-01 09:21
რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ, ორივე პრობლემაა. პირველი სართულია და სადარბაზოს სუნი, არავინ ასუფთავებს,ძაღლებს გამოუშვებენ უპატრონოდ და სადარბაზო მუდმივად დასვრილია, ზედა სართულებს არ ეხებათ და იმიტომ, ბოლოსართულია ჭერი, ყველა შიდ დაძვრება და ფეხებზე კიდიათ, შიფერი გაფუჭდა ქვედა სართულებს არ ეხება თურმე, გუდრონი ააძვრეს დასხმული . ასე რომ ყველას თვალყური უნდა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები