ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე მეწყრულ ტერიტორიას გეოლოგები სწავლობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ზურა რიკაძის თქმით, პირველადი დასკვნები ხვალ იქნება ცნობილი.
მისივე თქმით, პირველადი შეფასებით, მეწყერის გააქტიურების მიზეზი რთული გეოლოგიური და გეომორფოლოგიური პირობებია.
„ორი დღეა, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ვაკვირდებით მეწყრულ უბანს. გუშინდელთან შედარებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეწყრული სხეული აქტიურ დინამიკაშია. ფართობში არ არის გაზრდილი, მაგრამ ნაპრალის სიგანე მომატებულია. ამ ეტაპზე კვლევები უნდა გაგრძელდეს და გზა უნდა იყოს ჩაკეტილი. პირველადი დასკვნები ხვალ იქნება მზად.
პირველადი შეფასებით, მეწყერის გააქტიურების მიზეზი რთული გეოლოგიური
რაც შეეხება სეისმოლოგის შეფასებას, თეა გოდელაძე აღნიშნავს, რომ აქ მუდმივად არის სამუშაოები ჩასატარებელი, რადგან ეს არის ღია სისტემა და „ყველა პირობაა იმის, რომ მეწყრული პროცესები განვითარდეს".
„მეწყერი დაძრულია. მისი გამომწვევი მიზეზი არის გზის მშენებლობა. ისეთი დიდი მასშტაბის არ არის, როგორც სხვა, მაგრამ პრობლემებს ესეც შექმნის. დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ პრობლემები შეექმნება გზას...
ეს არის პირველი დათვალიერება. პირველი შეფასება, რაც შეიძლება გაკეთდეს, მეწყრული მასა არის ჩასახული და დაძრული. ეს ადგილი გასამაგრებელი იყო. ღია სისტემაა და ყველა პირობაა იმის, რომ მეწყრული პროცესები განვითარდეს. აქ მუდმივად არის სამუშაოები ჩასატარებელი.
"უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ გეოლოგი წყვეტს, სად რა უნდა გაკეთდეს და არა სხვა სპეციალობის ადამიანი. ეს არის პრობლემა ამ ქვეყანაში. გაყავთ გზები, დაიწყებენ სამშენებლო პროექტებს სხვა სპეციალობის ადამიანები, რომლებსაც ეს საკითხი არ ესმით. თქვენ რა გინდათ ერთია და ბუნება რას გკარნახობთ - მეორე“, - განაცხადა თეა გოდელაძემ და აღნიშნა, რომ ნაპრალები ვითარდება სწრაფად.
წაიკითხეთ სრულად და იხილეთ ფოტოები