რუსი მილიარდერის სახლი ნიუ-იორკში, რომელსაც ვერსალს ადარებენ, მეორე რუსმა მილიარდერმა 21 მლნ დოლარად იყიდა - დაათვალიერეთ

რუსმა მილიარდერმა, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი კომერციული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვლადიმერ სტოლიარენკომ ნიუ-იორკის სასტუმრო "პლაზაში" ორი ბინა 21 მილიონ დოლარად შეიძინა კიდევ ერთი რუსი მილიარდერისგან, ვალერი კოგანისგან.

"ნიუ-იორკ პოსტის" ცნობით, სტოლიარენკომ ორი კომბინირებული ბინა, ნომრები 1007 და 1009, შეიძინა ცენტრალურ პარკზე გადაჭიმულ შენობაში. "პლაზას" ბინა, რომელსაც ხშირად ვერსალს ადარებენ, 492 კვადრატულ მეტრს იკავებს და მოიცავს ხუთ საძინებელს, სამ სააბაზანოს და ბროლის ჭაღებს. მოოქროვილი ჩამოსხმის და ჭაღების გარდა, საძინებლის სააბაზანო მთლიანად ონიქსითაა მოპირკეთებული.







როგორც გამოცემა წერს, 2000-იანი წლების შუა პერიოდში ვალერი კოგანი
და მისი მეუღლე ოლგა აქტიურად ყიდულობდნენ  უძრავ ქონებას ნიუ-იორკის დიდ რაიონში. მათ შეიძინეს ბინები "პლაზაში", პენტჰაუსი 22,7 მილიონ დოლარად, დუპლექსი 16,1 მილიონ დოლარად და სასახლე გრინვიჩში 18,5 მილიონ დოლარად. გარდა ამისა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მათ ნიუ-იორკში მდებარე ყველა საცხოვრებელში პერსონალისთვის სტუდიო-ბინები და ერთსაძინებლიანი ბინები შეიძინეს. პანდემიის დაწყების შემდეგ, კოგანებმა აქტივების ფართომასშტაბიანი გაყიდვა დაიწყეს.

2022 წლის მონაცემებით, ვალერი კოგანის  ქონება 2,5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები