თურმე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უმჯობესია არჩევანი ქაღალდის ხელსახოცზე შეაჩეროთ და არა საშრობზე.
საპირფარეშოებში, კინოთეატრებში, რესტორნებსა და სავაჭრო ცენტრებში საშრობებია დამონტაჟებული, რაც ძალიან მოსახერხებელია სველი ხელების სწრაფად გასაშრობად. მოსახერხებელი კი არის, მაგრამ რამდენად უსაფრთხოა? ექსპერტები გვირჩევენ, რომ თუ ალტერნატივა არსებობს, უმჯობესია არჩევანი ქაღალდის ხელსახოცზე შეაჩეროთ, ეს მეტად ჰიგიენურიც არის და უსაფრთხოც.
საქმე ის გახლავთ, რომ ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს სამეცნიერო კვლევა და იმისათვის, რომ კვლევის შედეგი დაემტკიცებინათ ხალხისთვის, აიღეს ლაბორატორიული თავსახურიანი ჭურჭელი, რომელსაც ბიოლოგები, როგორც წესი, საკვების პროდუქტის შესანახად იყენებენ მაშინ, როდესაც ბაქტერიებისა
და მიკრობების გამოვლენა სურთ და ეს ჭურჭელი ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის საშრობს მიამაგრეს.
დაახლოებით 48 საათის შემდეგ, ბაქტერიების გამრავლების ინკუბაციურ პერიოდში, ჭურჭელში გაჩნდა ობი და ბაქტერიები, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ სასიამოვნოდ გამოიყურებოდა. რა მოხდა?
ექსპერტები გვიხსნიან, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განთავსებული საშრობები მთელი დღის განმავლობაში ისრუტავენ ტუალეტების ჰაერს, აორთქლებულ ფეკალიებს, ბაქტერიებს, სოკოებს. შემდეგ ეს ყველაფერი გაიფრქვევა ადამიანის ხელებზე, შედეგად, საჭირო ოთახის მოხმარების შემდეგ დაბანილი ხელები ისევ ჭუჭყიანი რჩება. კიდევ ერთი უარყოფითი ფაქტორი გახლავთ ის, რომ ბოლომდე გაუმშრალებელი ხელები ბაქტერიების გამრავლების შესანიშნავი კერაა.
კვლევის შედეგად მიღებული დასკვნების შედეგად დადგა მოთხოვნა, რომ ყველა საშრობი მოშორდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო, ექსპერტებმა მოითხოვეს, რომ ეს მოთხოვნა საავადმყოფოებში მაინც შეესრულებინათ, რადგან ახალი ბაქტერიების რეგულარულად მიღების შემთხვევაში ადამიანები გამოჯანმრთელებას ძალიან რთულად მოახერხებენ.
ერთადერთი საშუალება, რითიც შეგიძლიათ თავის დაცვა, ანტისეპტიკია, ასევე საშრობის ნაცვლად ქაღალდის ხელსახოცი. საშრობის არსებობის შესახებ კი გირჩევთ, საერთოდ დაივიწყოთ.

კომენტარები