რა იზიდავს ან აფრთხოებს კოღოებს ყველაზე მეტად - თუ ეს გეცოდინებათ, მათ მოგერიებასაც შეძლებთ


კოღო ერთ-ერთი ყველაზე თავმომაბეზრებელი მწერია. ისინის არა მარტო გამაღიზიანებლად ზუზუნებენ, იკბინებიან მწარედ და საშინელი ქავილით გვაწუხევებ, არამედ გადააქვთ დაავადებებიც. დაიმახსოვრეთ, კოღოებთან ბრძოლის მთავარი და ყველაზე ეფექტური მეთოდია უბრალოდ არ შევუშვათ ისინი სახლში. ეს ეხება ქალაქის ბინებს, რაც შეეხება კერძო სახლებს და აგარაკებს, ამ შემთხვევაში საქმე შედარებით რთულად არის, აქ არა მარტო შენობის დაცვა მოგიწევთ, არამედ სახლის მიმდებარე ტერიტორიის დამუშავებაც.

საიდან ჩნდებიან კოღოები

კოღოები ორფრთიანთა დიდი ოჯახის წარმომადგენლები არიან, რომლებიც, ფუტკრების ან პეპლების მსგავსად, მტვერავენ მცენარეებს. ეს არის მათი მთავარი როლი გლობალურ
ეკოსისტემაში.
სისხლს მხოლოდ დედლები სვამენ. საცხოვრებლად ირჩევენ ბნელ და ნესტიან ადგილებს. სისხლის დალევის შემდეგ მდედრი კოღო კვერცხებს დებს წყლის ზედაპირზე. 8-10 დღის შემდეგ ჩნდება ახალი შთამომავლობა და ასე მეორდება ციკლი.
ადამიანის საცხოვრებელ ადგილში კოღოებს ნახშირორჟანგი, CO2, იზიდავს. ისინი, ადამიანებისგან განსხვავებით, გრძნობენ მის სუნს. სასურველ ადგილზე მიახლოების შემდეგ მსხვერპლს მხედველობით ეძებენ.
"ადამიანის კანი, პიგმენტის მიუხედავად, მწერებისთვის ასხივებს კაშკაშა წითელ-ნარინჯისფერ შუქს, რასაც კოღოები აღიქვანემ", - ამბობს ექსპერტი.
ქალაქებში, სადაც არ არის წყლის ობიექტები, კოღოებს შეუძლიათ დატბორილ სარდაფებში ქვირითობა. რეპროდუქციისთვის მათ სჭირდებათ წყალი და სითბო, საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები მათთვის იდეალური ადგილია.
ამიტომ, თუ ბევრი კოღო შენიშნეთ, მაშინ 90% შემთხვევაში ეს პრობლემა გაქვთ. მათ შეუძლიათ ბინებში ფრენა სავენტილაციო არხებით.

რისი ეშინიათ კოღოებს

არსებობს რამდენიმე რამ, რასაც კოღოები უფრთხიან. ეს რამდენიმე რაღაც იყოფა ორ ჯგუფად - ბუნებრივი და ქიმიური. თითოეული ნივთიერების ეფექტურობა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია შემადგენლობასა და დოზირებაზე.

სინთეზური დამაფრთხობლები

მასიურ სეგმენტში ორი ყველაზე გავრცელებული ხელოვნური აგენტია - ტოლუინის მჟავის დიეთილამიდი და პიკარიდინი. მათ უმატებენ კოღოების კონტროლის თითქმის ყველა პროდუქტში.

მცენარეული დამაფრთხობლები

სხვადასხვა ბალახს, ყვავილებს, წიწვოვანებს შეუძლიათ კოღოების მოგერიება. მათი ეთერზეთები და სხვა ინგრედიენტები ემატება კომერციულ პროდუქტებს და გამოიყენება მწერების წინააღმდეგ ბრძოლის ხალხურ საშუალებებად.

ლიმონისა და ციტრუსის არომატის მქონე მცენარეებს აქვთ გამოხატული ეფექტი.
მაგალითად: ლიმონგრასი; პიტნა; როზმარინი; ფართოფოთლოვანი და ლიმონის ევკალიპტი; ლავანდა, გერანიუმი, ჟასმინი, მარიგოლდი, კედრის ხე, ღვია, იისფერი, სანდლის ხე ეს ყველა მცენარე ძალიან კარგად ებრძვის კოღოებს.

ცეცხლის კვამლი

კვამლი შეიცავს სხვადასხვა სახის აქროლად ნაერთებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებს ჟანგბადის კონცენტრაციას.
ადამიანების მსგავსად, კოღოებსაც სჭირდებათ ჟანგბადი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. კვამლს აქვს მკვეთრი სუნი, მით უმეტეს, თუ იწვის ისეთი მცენარის ტოტი, როგორიცაა ნაძვი. გარდა ამისა, კოღო, როგორც ყველა ცოცხალი არსება, ცდილობს თავი აარიდოს მაღალი ტემპერატურის ზონებს.

გარკვეული ფერები

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ არსებობს ფერები, რომელიც კოღოებს მოსწონთ და არ მოსწონთ. მოსწონთ მაგალითად წითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი. არ მოსწონთ მწვანე, ლურჯი, იასამნისფერი.

განათების ტიპი

რეალურად მწერებს იზიდავს არა ბევრი შუქი, არამედ სითბო, რომელსაც გამოყოფს ნათება. რაც უფრო ცივია ნათება, მაგალითად დიოდური სანათები, მით ნაკლებია კოღო.
კოღოების თავიდან ასაცილებლად პირველ რიგში გირჩევთ ფანჯრებსა და აივნებზე გააკეთოთ ბადეები.
არსებობს ასევე ულტრაბგერითი საშუალებები, რომელიც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს.

ულტრაიისფერი ხაფანგი ან წებოვანი ლენტი

ესეც საკმაოდ კარგად ებრძვის კოღოებს.

ვენტილატორი

თუ კოღოები მომრავლდნენ, მათი დაფრთხობა შეგიძლიათ სცადოთ ვენტილატორითაც.

ეთერზეთები


ამაზე უკვე ვისაუბრეთ, გარკვეული მცენარის ეთერზეთები ძალიან ეფექტურად აფრთხობს კოღოებს.

ციტრუსი და ნიორი

ასევე ძალიან კარგი ბუნებრივი და ეფექტური საშუალებაა

ასევე აუცილებელია სახლის რეგულარულად დალაგება სველ წესით და უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ ახლომახლო არ არის წყლის გუბე, აუზი ან სხვა სახის დამდგარი წყალი.

კომენტარები

kachubei 2023-06-15 14:31
ვიბარებ კოღოებს 1.ც.--75 თეთრი
უკაცრავად 2023-06-14 15:26
ეგ კოღო ნაცია თუ ქოცია?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები