რისი შენახვა არ შეიძლება საწოლის ქვეშ

არსებობს ნივთების ჩამონათვალი, რომლის ადგილი საწოლის ქვეშ ნამდვილად არ არის.
სივრცე საწოლის ქვეშ ძალიან მიმზიდველი ადგილია მრავავლი ნივთის შესანახად თეთრეულით და რბილი სათამაშოებით დაწყებული, წიგნებით და სხვა მრავალი ნივთით დამთავრებული. თუმცა ყველაფრის შენახვა ნამდვილად არ შეიძლება. მიზეზები განსხვავებულია. ზოგჯერ ნივთი შეიძლება უბრალოდ გაფუჭდეს, რადგან შენახვის პირობები ვერ იქნება დაცული. მოდით ვნახოთ, რაზეა საუბარი.

წიგნები

წიგნებსა და ჟურნალებს, ისევე, როგორც ყველა ნივთს, აქვს ვარგისიანობის ვადა. თუ ოთახში ტენიანობის დონე მაღალია საგნის მომსახურების ვადა მნიშვნელოვნად მცირდება. ქაღალდის პროდუქტების დატენიანებამ შეიძლება გამოიწვიოს მათში ობის და
არასასურველი ჭუჭყის წარმოქმნა. მაგრამ ამის გარდა, საწოლის ქვეშ წიგნების შენახვამ შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია. ქაღალდისთვის საუკეთესო ადგილია წიგნების კარადები და დახურული თაროები. ისინი იცავენ პროდუქტებს მზის, მტვრის და ტენიანობის ზემოქმედებისგან.



ტანსაცმელი, ფეხსაცმელი

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საწოლის ქვეშ შენახვა იწვევს ქაოსს. იქ შენახული ნივთის არსებობა უბრალოდ შეიძლება დაგავიწყდეთ, გარდა ამისა, მტვერიც გროვდება. ცუდი ვენტილაციის გამო, ნივთი შეიძლება გაფუჭდეს, დაობდეს და გაუჩნდეს უსიამოვნო სუნი. ტანსაცმლის და ფეხსაცმლის კარადაში შენახვა გაცილებით მოსახერხებელია.

ელექტრო ტექნიკა

საწოლის ქვეშ ხშირად გროვდება მტვერი და ჭუჭყი, რასაც ადვილად შეუძლიათ გაჯეტების შიგნით შეღწევა, რაც საბოლოოდ გამოიწვევს ნივთის დაზიანებას. მტვერი ასევე არის გადახურების მიზეზი, ის ხელს უშლის სითბოს ნორმალურ გაფრქვევას.


ალკოჰოლური სასმელები

გასაგებია, რატომ არ შეიძლება წიგნების და ტანსაცმლის შენახვა საწოლის ქვეშ, მაგრამ რა ადაემაერთება ალკოჰოლის შემცველ სასმელს? ფაქტია, რომ შენახვის პირობები არ შეესაბამება იმას, რაც რეალურად უნდა იყოს. თუ სასმელი მოთავსებულია არასასურველ პირობებში (მაგალითად, სადაც მაღალი ტემპერატურაა), ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ხარისხზე.
სამზარეულოს ზედა თაროები მაინც იდეალური ადგილია ალკოჰოლის შესანახად. ბოთლები ბავშვებისთვის მიუწვდომელია. კარგი ვენტილაცია კი ხელს უშლის გაფუჭებას და უზრუნველყოფს შენახვის ვადას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები