ოთახის მცენარეები, რომელთაც მოუვლელობითაც კი ვერაფერს ავნებთ - ყველაზე უპრეტენზიოები

ეს მცენარეები ძალიან ადვილი მოსავლელები არიან, ძალიან უპრეტენზიოები.

მონსტერა
ვისაც ჯუნგლები მოსწონს, სახლში ეს მცენარე იქონიოს და თავს ჯუნგლებში წარმოიდგენს. ამ მცენარეს არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა, მისთვის საკმარისია მხოლოდ არაპირდაპირი მზის სხივები და ხშირი მორწყვა.


სპატიფილუმი (ქალის ბედნიერება)
ეს ყვავილი თავს მაშინაც კი კარგად გრძნობს, თუ კარგი განათება არ აქვს. სხვათა შორის, რაც უფრო ცუდია განათება, მით კომფორტულად გრძნობს თავს ეს მცენარე. ერთადერთი, ეცადეთ, რომ მორწვა ზედმეტი არ მოგივიდეთ.


ფულის ხე

ოთახის კიდევ ერთი ძალიან უპრობლემო მცენარე. ეს მცენარე წყალს
ფოთლებში ინახავს და ძალიან ადვილი მისახვედრია, როდის სჭირდება მორწყვა.


ორქიდეა ფალენოპსისი
ეს მცნარე უბრალოდ ნათელ ოთახში უნდა დადგათ და როდესც მიწა მშრალი ექნება, მორწყათ.


სენპოლია (უზამბარული ია)
ფანჯრის რაფაზე დასადები მშვენიერი ყვავილია. მას ზედმეტი მორწყვა არ სჭირდება, მხოლოდ მაშინ საჭიროებს წყალს, როდესაც ნიადაგი გამოუშრება. ეცადეთ, მორწყვის დროს ფოთლები არ დაუსველოთ.


ტილანდსია
ეს ყვავილი ნებისმიერ ადგილას შესანიშნავად ხარობს. უბრალოდ, მას ბევრი ჰაერი ჭირდება. მორწყვა კვირაში ორჯერ უნდა.


კალამონდინი (ციტროფორტუნელა)
ეს ოთახის მცენარეა. აქვს მუქი მწვანე ფოთლები და ოქროსფერი ნაყოფი. ულამაზესი სანახავია, ნებისმიერ ოთახს დაამშვენებს. მას სჭირდება ნათელი ოთახი და კვირაში ერთხელ მორწყვა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები