ხშირად ყვავილი ქალისთვის სხვა საჩუქარზე უფრო ძვირფასი და სასიამოვნოა. „ანემონე“ არის ადგილი, სადაც ულამაზესი ყვავილების ფართო არჩევანია ყოველთვის. მაღაზიის შექმნის იდეა ორ მეგობარს - ანა არველაძეს და გიორგი უბირიას გაუჩნდათ. ანამ ყვავილების სალონში „შინს“ უმასპინძლა და ბევრ საინტერესო საკითხზე გვესაუბრა. ცნობისათვის, ანა "შინ"-ის მკითხველებს საინტერესო ვიდეოგაკვეთილებს უტარებს ყვავილების მოვლასთან დაკავშირებით (იხილეთ ბმული).
- პროფესიით სოციოლოგი ვარ. ამ ეტაპზე მაგისტრატურის სტუდენტი ვარ, გამოყენებით ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მიზიდავს ბუნებაში დასვენება, ლაშქრობა, ახალი თავგადასავლები. დღესდღეობით ჩემი მთლიანი რესურსი „ანემონეს“ განვითარებას ხმარდება.
-
ყვავილების სიყვარული როდის გაჩნდა თქვენში? როდის მოგაწონეს მათ თავი?
- მცენარეებთან ურთიერთობა ყოველთვის მიყვარდა. ბავშვობაში სახლი სავსე იყო სხვადასხვა მცენარეებით, ბებო მათ დიდი სიყვარულით უვლიდა.
- სალონის გახსნის იდეა როგორ გაჩნდა?
- „ანემონეს“ შექმნის იდეა საკუთარი აივნის გამწვანებით დაიწყო. დიდი ენთუზიაზმის მიუხედავად დამღლელი აღმოჩნდა ეს პროცესი, რადგან სხვადასხვა ლოკაციაზე მოგვიხდა სიარული. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, შეგვექმნა ადგილი, სადაც ყველაფერი იქნებოდა ერთ სივრცეში, რაც საჭიროა მცენარის გახარებისთვის. „ანემონეს“ დამფუძნებლები მე და გიორგი უბირია ვართ. გიორგი პროფესიით ექიმი-რადიოლოგია. საერთო საქმით ორივე დიდ სიამოვნებას ვიღებთ.
- რა მცენარეებია თავმოყრილი თქვენს მაღაზიაში?
- მცენარეების არჩევანი მრავალფეროვანი გვაქვს. გვყავს როგორც ოთახის მცენარეები, ასევე აივნის, ეზოს დეკორატიული მცენარეები. ჩვენთან მომხმარებელს შეუძლია მცენარესთან ერთად მისთვის სასურველი ქოთანიც შეარჩიოს, ასევე სხვადასხვა აქსესუარი, მცენარისთვის საჭირო ვიტამინები, მიწა და ა.შ. გვაქვს ადგილზე გადარგვის სერვისი, რაც ძალიან მოსახერხებელია მომხმარებლისთვის. მცენარეები ამ ეტაპზე ჰოლანდიიდან ჩამოგვყავს, ასევე ადგილობრივი სათბურებიდან მოგვყავს.
- მცენარის ყიდვის დროს, კონსულტაციას თუ უწევთ თქვენს მომხმარებლებს, როგორ მოუარონ მცენარეს და რა პირობები შეუქმნან?
- მცენარის შეძენისას მომხმარებელი იღებს სრულ ინფორმაციას, როგორ მოუაროს მას და რა პირობები შეუქმნას. სოციალური ქსელის საშუალებითაც ვუწევთ კონსულტაციას, რაც ძალიან მოსახერხებელია.
- ინტერიერისთვის რომელ მცენარეებს ურჩევთ და რატომ?
- ინტერიერისთვის ხშირად ვურჩევთ მცენარეებს, რომლებიც აქტიურად ასუფთავებენ ჰაერს მავნე ნივთიერებებისგან. სანსივიერა, ქამედორეა იგივე ბამბუკის პალმა, ფიკუსი, დრაცენა, სპატიფილუმი, ძალიან მოთხოვნადია მონსტერა, რომლის მწვანე ფოთლები ულამაზესია ინტერიერში. მცენარეები გარდა იმისა, რომ ალამაზებენ ჩვენს სამუშაო, თუ საცხოვრებელ გარემოს, ჩვენს ჯანსაღ გარემოზეც ზრუნავენ. ხშირად სწორედ ჰაერის გამწმენდი მცენარეები იყიდება.
ძალიან მნიშვნელოვანია სწორად ურჩიო მცენარე მომხმარებელს, რომელიც დამწყებია მათთან ურთიერთობაში. ასეთ დროს ვურჩევთ ადვილად მოსავლელ და უპრეტენზიო მცენარეებს. ხშირად თავადაც ამ ნიშნით არჩევენ. ძირითადად დროის და გამოცდილების არ ქონის გამო. საბედნიეროდ არაერთი მარტივად მოსავლელი მცენარე არსებობს, გამოვყოფდი სუკულენტების ოჯახში შემავალ მცენარეებს.
- ზამთრის პირობებს რა მცენარეები უძლებს და ამ სეზონზე რომელი ყვავილებია აქტუალური?
- ზამთრის პირობებს არაერთი მცენარე უძლებს, მათ შორის არიან მცენარეები, რომლებიც ამ პერიოდში ყვავიან, ასე რომ, ზამთარს არ უნდა შევუშინდეთ, თუ ამ პერიოდში გადავწყვეტთ აივნის გამწვანებას. საახალწლო პერიოდში ძალიან მოთხოვნადი იყო ხამიციპარისი, რომელიც წიწვოვანთა ოჯახს მიეკუთვნება, ასევე პუანსეტია, იგივე „შობის ვარსკვლავი”. ზამთრის პერიოდში სიცივის მოყვარულ მცენარეებს მორწყვის რეჟიმს ვუმცირებთ, ხოლო ოთახის მცენარეები უნდა მოვარიდოთ გამათბობელს და ტენის შესაქმნელად პერიოდულად დავნამოთ.
- ყვავილების და მცენარეების კულტურა რამდენად არის საქართველოში განვითარებული?
- ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი მომხმარებლები ბავშვები არიან, ასევე ახალგაზრდები. ხშირია მომხმარებელი, ვინც ახალ სახლში გადადის და ინტერიერის მოწყობას მცენარის შეძენით იწყებს. მცენარის მოვლის კულტურა ყოველთვის იყო ჩვენს ქვეყანაში და გრძელდება კიდეც, თუმცა ძირითადად ეს ოთახის მცენარეებს ეხებათ. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს აივნის გამწვანების კულტურაც გააქტიურდეს საქართველოში და გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ სამომავლო საქმეში.
მერი ბლიაძე