ოთხი ოთახის მცენარე, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს

მეცნიერებმა დაასკვნეს, შენობაში, სადაც ყოველდღიურად მრავალი ადამიანი იკრიბება, აუცილებლად უნდა იყოს ეს ოთხი მცენარე. ქალაქის ბინები განსაკუთრებით საჭიროებს ჰაერის გამწმენდ მცენარეებს, რადგან ქალაქებში და განსაკუთრებით დედაქალაქებში ძალიან დიდი გამონაბოლქვია და აქედან გამომდინარე ჰაერიც ძალიან დაბინძურებულია.
ზოგი ყვავილი უფრო ეფექტურია სამზარეულოში, ზოგი - საძინებელში, ზოგიც კი - კაბინეტში. ამას ცოდნა უნდა. ჩვენ კი შევეცდებით დაგეხმაროთ.

1. ქლოროფიტუმი
ეს მცენარე გარემოს გაჯანსაღების მხრივ მართლაც რომ ჩემპიონია. თუ ამ ყვავილის ქოთანში ნახშირსაც დავუმატებთ მისი ეფექტურობა ერთიორად გაიზრდება. ეს სანიტარი ანადგურებს მავნე ბაქტერიებსაც.

2.
ფიკუსი

წმენდს ატმოსფეროს ტოქსინებისგან. მეტი ეფექტურობისთვის მის მოთავსებას სამზარეულოში გირჩევთ. ფიკუსი ჰაერს ატენიანებს და მას ჟანგბადით ამდიდრებს.
ამ მცენარეს უყვარს სინათლე, თუმცა უნდა მოარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს ზამტარსა და შემოდგომაზე ზედმეტი ტენის გამო ფოთლები ცვივა ხოლმე. ამიტომაც მეცნიერები გირჩევენ ზამთარში ეს მცენარე საერთოდ არ მორწყათ.


ნასა-მ გამოაქვეყნა იმ მცენარეების სია, რომლებიც ყველაზე უკეთ წმენდენ ჰაერს

3. გერანი
ამ მცენარის განთავსებას საძინებელში გირჩევთ. ეს მცენარე დამამშვიდებლ ეფექტს ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და უზრუნველყოფს ჯანმრთელ და ხანგრძლივ ძილს. ეს ყვავილი გამოყოფს ნივთიერებებს, რომელიც სპობს სტაფილოკოკებსა და სტრეპტოკოკებს.
ამ მცენარეს უყვარს სინათლე, ამიტომ უმჯობესია მისი ფანჯრის რაფაზე მოთავსება.

4. ალოე
ღამე გამოყიფს ჟანგბადსა და შთანთქავს ნახშიროჟანგს. მისი ადგილი საძინებელია. ის სახლში სასწრაფო დახმარების ფუნქციასაც ასრულებს, გარეცხილი ალოეს ფოთოლი შეიძლება მიიდოთ ჭრილობაზე და ის შეაჩერებს სისხლდენას. ასევე კარგად ხსნის თავის ტკივილს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები