ოთახის მცენარეები ახარებს თვალს, წმენდს ჰაერს და სახლში ჰარმონიულ გარემოს ქმნის, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ სახლში პატარა ბავშვია, ზოგიერთ ოთახის მცენარეს უნდა უფრთხილდეთ.
დიფენბახია
ბევრ ადამიანს მოსწონს ამ მცენარის ლამაზი ლაქებიანი ფოთლები, თან არც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. უპრეტენზიოა, თუმცა მისი სილამაზე მატყუარაა, დიფენბახიას შხამიანი წვენი აქვს. კანზე მოხვედრისას ის დერმატიტს იწვევს, ლორწოვან გარსზე მოხვედრისას კი შედეგი ბევრად უფრო სერიოზულია, იწვევს წვას, გაღიზიანებას, შეიძლება გაგუდვაც კი გამოიწვიოს. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ეს სიმპტომები ნელ-ნელა ვლინდება. თავიდან მშობელს შეიძლება ეგონოს, რომ
ეს ჩვეულებრივი ალერგიაა.
ასე რომ, გაითვალისწინეთ, ამ ყვავილთან შეხების შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ და აუცილებლად იხმარეთ ხელთათმანები.
ფილოდენდრონი
ამ ოჯახის 900-მდე წარმომადგენელს შორის ყველაზე გავრცელებული ეს სახეობაა, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს კარგად ერგება, თუმცა მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ საბავშვო ოთახს. ამ ყვავილთან კონტაქტს ახაისიათებს ისეთივე შედეგები, რაც დიფენბახიის შემთხვევაში ფიქსირდება. დიფენბახიასგან განსხვავებით, ეს ყვავილი ძალიან ლამაზად გამოიყურება დაკიდებულ მდგომარეობაში.
ალოე
ალოე არამარტო ლამაზი მცენარე, ხალხური მედიცინის ერთ-ერთი საშუალებაც გახლავთ. მისი ფოთოლი ძალიან კარგად შველის ფურუნკულს და ჭრილობებს. თუმცა ალოე ყოველთვის სასარგებლო როდის არის, ხანდახან ის მოწმავლასაც იწვევს. კუჭში მოხვედრის შედეგად კი ვლინდება დიარეა.
კალადიუმი
კალადიუმი ამერიკული ტროპიკების ბინადარია. მისი მეორე სახელი ინგლისური ფრთებია. ამ მცენარის ფოთლები შხამიანია. გირჩევთ ეს მცენარე ზედა თაროებზე მოათავსოთ.
სანსევიერა
ითვლება, რომ ეს მცენარე სახლში იღბალსა და ბედნიერებას უხმობს, თუმცა თუ ოჯახში ბავშვია და ეს მცენარე შემთხვევით დააგემოვნა, უსიამოვნებები გარდაუვალია. ის იწვევს გულისრევას, მოდუნებას. ტოქსიკური ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრის დროს არის, თუმცა ხანდახან კანზე მოხვედრის დროსაც იწვევს გაღიზიანებას.
სპატიფილუმი
სილამაზის გამო ამ ყვავილს ქალთა ბედნიერებასაც ეძახიან. ითვლება, რომ ეს მცენარე სახლში ჰარმონიის შემტანიც არის. ის კარგად წმენდს ჰაერს, თუმცა პირის ღრუში მოხვედრის შემდეგ იწვევს ინტოქსიკაციას.
ოლეანდრი
ეს ნაზი ყვავილი სინამდვილეში ნამდვილი მკვლელია, მისი წვენი იწვევს არითმიას და გულის გაჩერებასაც კი. ოლეანდრით მოწამვლის შედეგად ვლინდება მუცლის ძლიერი ტკივილი, ღებინება, ნერვული სისტემისა და გულის მუშაობის მოშლა. ეს მცენარე ძალიან საშიშია ბავშვებისთვის.
ინგლისური სურო
ეს ხვიარა მცენარე ზემოდან ქვემოთ ეშვება და უნდა ეცადოთ, იმდენად დაბლა არ მოხვდეს ფოთლები, რომ ბავშვი მიწვდეს. ფოთლები საკმაოდ ტოქსიკური და ალერგიულია.
სინგონიუმი
ამ მცენარეს ხშირად ჩუქნიან ახლობელ ადმიანებს. მისი ფოთლები გულს წააგავს, თუმცა სწორედ ეს ფოთლებია ძალიან საშიში ადმიანისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. გირჩევთ ეს ყვავილი საერთოდ მოაშოროთ საბავშვო ოთახიდან.
პოთოსი
ამბობენ, რომ პოთოსი ძალიან კარგად წმენდს ჰაერს. იგი ასევე ძალიან კარგად მრავლდება, ამიტომ მას ბევრ ოჯახში შეხვდებით, თუმცა იცოდეთ, რომ ეს ყვავილი ტოქსიკურია და მისი ადგილი საბავშვო ოთახში არ არის.