დასასვენებლად მიბრძანდებით და არ იცით, რა მოუხერხოთ თქვენ საყვარელ ოთახის მცენარეებს? ნუ დაღონდებით, შემოგთავაზებთ რამდენიმე ეფექტურ ხერხს, როგორ უნდა გადაარჩინოთ ისინი გახმობას და დაღუპვას.
მთავარი რჩევა ის გახლავთ, რომ არ დაგავიწყდეთ გამგზავრების წინ ყვავილების კარგად მორწყვა. ასევე შეგიძლიათ ქოთანსა და ყვავილის ზედა ნაწილს სასურსათე პოლიეთილენი შემოახვიოთ, რათა სათბურის ეფექტი შექმნათ, ასე წყალი შედარებით ნელა აორთქლდება.
გაავსეთ ბოთლი წყლით, არ აქვს ნიშვნელობა, როგორი იქნება ბოთლი, პოლიეთილენის თუ მინის, სწრაფად გადმოაბრუნეთ და ჩაარჭეთ ქოთანში. წყალი ნელ-ნელა გამოჟონავს და ყვავილის გრუნტს დაასველებს.
გრიპერ-პაკეტები
კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი. აიღეთ პაკეტი, რომელიც მჭიდროდ იხურება, გაავსეთ წყლით. პაკეტი სულ ცოტათი გახვრიტეთ და და ჩადეთ ქოთანში.
მორწყვის უმარტივესი მეთოდი
დააწყვეთ მცენარეები ისე, რომ წყლიანი ჭურჭელი ცოტა მაღლა იყოს, მაგალითად ქოთნები იატაკზე და წყლიანი ჭურჭელი სკამზე. აიღეთ თოკი ან ჟგუტი, ერთი ბოლო წყლით სავსე ჭურჭელში მოათავსეთ, მეორე კი მიწაში.
პადონი პატარა კაშპოსთვის
პატარა ზომის ყვავილებისთვის კი გადაჭრილი პლასტიკატის ბოთლი ძალიან კარგი საშუალებაა. მოაჭერით ვიწრო ყელი, გაავსეთ წყლით და ქოთანი ბოთლში მოათავსეთ. უმარტივესია.
კენჭებიანი ლანგარი
დაყარეთ დიდი ზომის ლანგარზე კენჭები, დაასხით წყალი ისე, რომ კენჭები ბოლომდე დაიფაროს და ზემოდან მოათავსეთ ქოთნები.
და ბოლოს, კიდევ ერთი რჩევა -თუ მცენარე დიდი ზომის არის, შეგიძლიათ შეფუთოთ სველი გაზეთებით ან თუნდაც წყლით გაჟღენთილი საბავშვო პამპერსით.