8 ხილი და ბოსტნეული, რომლებიც შესაძლებელია ფანჯრის რაფაზეც მოიყვანოთ

თუ თქვენ არ გაქვთ აგარაკი, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი გაქვთ რაიმე თქვენი ხელით მოიყვანოთ, ეს ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგებათ.


სტაფილო

სტაფილოს მოსაყვანად ნებისმიერი ღრმა კონტეინერი ან ქოთანი გამოდგება. შეავსეთ ის ქვიშიანი, „მსუბუქი“ ნიადაგით და ჩარგით თესლები 3-5 სმ დაშორებით. მცენარის აღმოცენების პერიოდში მიწა მუდმივად ტენიანი უნდა იყოს.
როცა სტაფილოს სიმაღლე 5 სმ მიაღწევს, ჩაატარეთ ნერგის განახლების პროცესი - სუსტი და ცუდად განვითარებული ნაწილები მოაშორეთ.

ლობიო

ლობიო შესანიშნავად იზრდება აივანზე, შენობის მზიან მხარეს. ლობიოს გადასარგავად საუკეთესო პერიოდი გაზაფხულია, როცა მზე ჯერ კიდევ
ძალიან მხურვალე არ არის. ჩარგეთ ლობიო მიწაში დაახლოებით 2,5 სმ სიღრმეში, ერთმანეთისგან 15 სმ-ის დაშორებით.

პომიდორი

ბინის პირობებში პომიდვრის მოსაყვანად, საუკეთესო ვარინტებია პატარა ჯიშის „რომა“ ან „ჩერი“ პომიდვრები. პომიდორს უყვარს მზის შუქი, ნაყოფის დასამწიფებლად მცენარე მზეზე მინიმუმ 12 საათს უნდა იყოს, ამიტომ ეს ექსპერიმენტი ყველაზე უკეთ სამხრეთით მდებარე ბინის მცხოვრებს გამოუვა.

ლიმონი

მკვეთრი ყვითელი ნაყოფით დაფარული მწვანე ხე ნებისმიერი ინტერიერის შესანიშნავი გაფორმებაა. გარდა ამისა, აყვავებული ლიმონი ჯადოსნურ არომატს აფრქვევს. ლიმონის მოყვანა და მოვლა ბევრ ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

მაყვალი

მაყვლის ბუჩქისთვის შესაძლოა დიდი ადგილი დაგჭირდეთ, ამიტომ ამ ექსპერიმენტის ჩატარება გაამართლებს, თუ დიდი აივანი და სივრცე გაქვთ სახლში. მაყვალი კარგად იზრდება ნეიტრალურ ან მჟავე ნიადაგში. მცენარეს აუცილებლად სჭირდება კარგი დრენაჟი და მზის შუქი უხვად. აუცილებელია ხშირი მორწყვა.

მოცვი

თუ ბაღის მოცვის ნერგს იპოვით, სრული შესაძლებელია ის თქვენს აივანზე გაზარდოთ. გადარგით მოცვი მჟავე, კარგად დამუშავებულ ნიადაგში და დადგით ქოთანი მზიან ადგილას. მცენარეს დიდი ქოთანი დასჭირდება - სიგანე არ უნდა იყოს 45 სმ-ზე ნაკლები, სიღრმე კი 50 სმ. რეგულარული მორწყვისა და კარგი მოვლის შემთხვევაში მცენარე მალევე გაგახარებთ პირველი ნაყოფით.

მარწყვი

თესლით მარწყვის მოყვანა ძალიან რთულია, ამიტომ უმჯობესია მზა და კარგად განვითარებული ნერგები იპოვოთ. მცენარეს ფართო ყუთი და მსუბუქი, ნაყოფიერი ნიადაგი დასჭირდება. პირობები მარტივია - რეგულარული მორწყვა, საკმარისი რაოდენობით მზის სინათლე, ნაყოფიერი ნიადაგი და სიყვრული.

ავოკადო
ჯუჯა ჯიშის ავოკადო კარგად იზრდება ბინის პირობებშიც. მცენარის გაზრდა შესაძლებელია ნაყოფის ბირთვითაც, მაგრამ ეს ხანგრძლივი და არც თუ იშვიათად, წარუმატებელი პროცესია, რადგან ასეთი მცენარე ხშირად ნაყოფს არ იძლევა.

სხვა საქმეა, თუ უკვე გაზრდილ ნერგს ქოთანში გადარგავთ, რომლის სიგანე არ უნდა იყოს 25 სმ-ზე ნაკლები, ხოლო სიღრმე ორჯერ უნდა აღემატებოდეს მცენარის ფესვების სიგრძეს. კარგად მოურეთ და ხშირად მორწყეთ ავოკადო - შედეგი არ დააყოვნებს.

თქვენს მზრუნველობას მცენარეები უხვი მოსავლითა და მწიფე ნაყოფით უპასუხებენ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები