რომელი მცენარეები ისრუტავენ თქვენს ენერგიას

მორწყვისა და კარგი ნიადაგის გარდა მცენარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის სითბო და სიყვარულიც. დაგვერწმუნეთ, მზრუნველ და მოსიყვარულე პატრონს მცენარე ანალოგიურად პასუხობს, ის დადებით ენერგიასა და პოზიტივს დაგიბრუნებთ. მცენარეები წმენდენ ჰაერს და შთანთქავენ უარყოფით ენერგიას.

ზოგადად მცენარეებს ძალიან რთული აურა აქვთ. რაც უფრო მეტად შეეხამება თქვენი და მცენარის აურა ერთმანეთს, მით ეფექტური და დადებითი იქნება თქვენი თანაცხოვრებაც. ასე რომ, კარგად და სწორად შერჩეული მცენარე არა მარტო წმენდს სახლის ენერგიას, არამედ განაპირობებს თქვენს სულიერსა და ფიზიკურ მდგომარეობას.

ამჯერად შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელ მცენარესთან
ერთად ღირს თანაცხოვრება და რომელს უნდა ავუაროთ გვერდი.


1. სურო



როგორც სხვა მცოცავი მცენარეები, სუროც იზიდავს სხვადასხვა ავადმყოფობასა და ხელს უწყობს კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნას. მათი გაჩერება ოფისებშიც კი არ არის რეკომენდებული. სურო ფლობს მამაკაცის ენერგიას და პრაქტიკულად აძევებს ძლიერ სქესს სახლიდან.


2. მონსტერა



უფრთხილდით ამ მცენარეს. არავითარ შემთხვევაში არ გააჩეროთ ეს მცენარე საძინებელში ან საბავშვო ოთახში. განსაკუთრებით კი უფრთხილდით მონსტერას ისეთ ოჯახებში, სადაც არიან მოხუცები და ბავშვები.

3. დიფენბახია



ეს მცენარე არავითარ შემთხვევაში არ უხდება პატარა სივრცეს. ისრუტავს ენერგიას, როგორც დადებითს, ისე უარყოფითს. ამ მცენარის ქონას გირჩევთ დიდი სივრცეში, ასეთ პირობებში ის კარგად მოახერხებს ჰაერის გაწმენდას.


4. ბეგონია


მცენარე-ვამპირი, თუმცა სასარგებლო. ბეგონია იღებს უარყოფით და დადებით ენერგიას, თუმცა ცოტა ხანში უკან მხოლოდ დადებითს დაგიბრუნებთ.


5. ორქიდეა


გაგიკვირდებათ, მაგრამ ყველსათვის ასე საყვარელმა ორიქდეამ შესაძლოა მთელი თქვენი დადებითი ენერგია შთანთქას. განსაკუთრებით აქტიურდება ღამის საათებში და გამთენიისას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები