საძინებელი, სასტუმრო ოთახი, სააბაზანო, სამზარეულო: შევარჩიოთ იდეალური მცენარე თითოეული ოთახისთვის

ნამდვილი დიასახლისის სახლში ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს, მათ შორის ოთახის მცენარეებიც. ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ შეარჩიოთ მცენარეები სხვადასხვა ოთახისთვის მათი დანიშნულების მიხედვით.

საძინებელი
იდეალური მცენარე: ფრანგული ლავანდა

ლავანდას სუნი დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხსნის დაძაბულობას და ეხმარება დაძინებაში. ყვავილის ყველა სახეობას შორის ფრანგული ლავანდა სწორედ ის სახეობაა, რომელიც საუკეთესოდ იზრდება ბინაში. დადგით ქოთანი მზიან ადგილას და რეგულარულად მორწყეთ. მშვიდი ძილი გარანტირებული გაქვთ!

სასტუმრო ოთახი
იდეალური მცენარე: სპატიფილუმი

სპატიფილუმი ანუ „ქალური ბედნიერება“ ყვავილებს შორის პოპულარობით სარგებლობს. ეს მცენარე ინტერიერის ნამდვილი
გაფორმებაა, რომელიც ძალიან მოუხდება საჟურნალე მაგიდას.

კაბინეტი
იდეალური მცენარე: სანსევიერია

კაბინეტში ოთახის მცენარეები აუცილებელია. თუ მცენარე ჟანგბადის გამოყოფის მიხედვით ლიდერებს შორისაა, უკეთეს ვარიანტს ვერ იპოვით. ის აუმჯობესებს სისხლისმიმოქცევასა და ტვინის მუშაობას, ეხმარება კონცენტრაციასა და დაღლილობასთან ბრძოლაში.

სასადილო ოთახი
იდეალური მცენარე: დრაცენა სანდერა

დრაცენა სანდერა იგივე „ბედნიერების ბამბუკი“ - ყველაფერი, რაც ამ მცენარეს სჭირდება მხოლოდ მზის შუქი, წყლით სავსე ჭურჭელი და მინის ქვებია. ის ნამდვილი დეკორატიული მცენარეა.

სააბაზანო ოთახი
იდეალური მცენარე: გვიმრა

სააბაზანო ოთახის გამწვანებისთვის, საუკეთესო იქნება გვიმრა - მცენარე სამხრეთ ამერიკის წვიმიანი ტყეებიდან.

სამზარეულო
იდეალური მცენარე: სანელებლები

ალბათ, არ არსებობს სამზარეულოსთვის უფრო უკეთესი მცენარე, ვიდრე ისინი, რომელთა კულინარიაში გამოყენებაც შესაძლებელია. არსებობს ბალახების მრავალი სახეობა, რომლებიც კარგად იზრდებიან ოთახის პირობებში.

ლოჯი
იდეალური მცენარე: ალოე

მინებიანი ლოჯი ან ტერასა კარგია ისეთი მცენარეებისთვის, რომლებიც ფორმისა და ზომის გამო არ გამოდგება ბინის ინტერიერისთვის, მაგრამ ძალიან სასარგებლოა. ასეთია ალოე, რომელიც ლოჯში მიიღებს საკმარის სინათლეს და აივსება სასარგებლო წვენით, რისთვისაც ის ღირებულია.

წყარო: www.goodhouse.ru

https://www.goodhouse.ru/home/interior/spalnya-gostinaya-vannaya-kuhnya-vybiraem-idealnoe-rastenie-dlya-kazhdoy-komnaty/#part1

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები