თუ ყვავილების მოვლა არ გიყვართ ან ამისთვის დრო არ გაქვთ, მაგრამ ინტერიერის გამწვანების სურვილი გაქვთ, გირჩევთ ყურადღება დაუთმოთ ამ რამდენიმე ლამაზ მცენარეს, რომლებსაც მზის შუქი სულაც არ სჭირდებათ.
1. ხამედორეა, ანუ ბამბუკის პალმა
ამ მცენარეს ეშინია პირდაპირი მზის სხივების და უყვარს ჩრდილი. ამასთან, შეუძლია საკმაოდ პატარა ქოთანში გაიზარდოს, არაჩვეულებრივად წმენდს ჰაერს.
2. ციკასი
თუ ყოველთვის გინდოდათ სახლში ნამდვილი პალმის გაზრდა, დარგეთ ციკასი. ის საერთოდ არ საჭიროებს მზეს. არ გამოდგება ოჯახითვის, რომელსაც შინაური ცხოველები ჰყავს, რადგან მცენარე შხამიანია.
3. აგლაონემა
შესახედად
მომხიბვლელი და უჩვეულო მცენარე, რომელიც შეგიძლიათ ოთახის ყველაზე ბნელ ადგილას დადოთ და მორწყათ მაშინ, როცა გაგახსენდებათ.
4. ბენჟამინის ფიკუსი
მცენარე არ ითხოვს მზის სხივებს, მაგრამ პირველ თვეებში უმჯობესია თბილი წყლით მორწყათ.
5. ოქროსფერი ეპიპრემნუმი
დამატებით სითხეს ეს მცენარე იღებს ჰაერიდან და წმენდს მას მავნე მინარევებისგან.
6. დიფენბახია
ლამაზ ფოთლებიანი მცენარე, რომელიც კარგად იზრდება ჩრდილში და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.
7. დრაცენა
ერთ-ერთი მცენარე, რომელსაც არც მზე და არც დიდი რაოდენობით წყალი სჭირდება. მისი განადგურება ისევე რთულია, როგორც კაქტუსის.
8. ქლოროფიტუმი
გამოიყურება ლამაზად, ყვავის ნებისმიერ პირობებში, არ არის მომთხოვნი - შესანიშნავი ვარიანტია ბინისთვის.
9. ფილოდენდრონი
რეგულარული მორწყვის გარდა, საჭიროებს გრძელი ღეროების მოჭრას. სანაცვლოდ კი წმენდს ჰაერს მავნე მინარევებისგან.
წყარო: goodhouse.ru

კომენტარები