სპატიფილუმი ლამაზი ყვავილია, რომლიც ჩვენთან ამერიკის ტროპიკებიდან შემოვიდა.
მეორენაირად მას "ქალის ბედნიერებას" უწოდებენ. მცენარე სითბოს მოყვარულია და მომთხოვნია, თუმცა თუ სათანადო პირობებს შეუქმნით და სწორად მოუვლით, ის ლამაზი ყვავილობთ გაგახარებთ. იმასაც ამბობენ, რომ მას ქალებისთვის ნამდვილად მოაქვს ბედნიერება.
კლიმატური პირობები
ამ მცენარეს პირდაპირი მზის სხივები არ უყვარს. მას მსუბუქი ჩრდილი უფრო ხიბლავს, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, უსინათლობამ შესაძლოა მისი გახმობაც კი გამოიწვიოს. სახლში მისთვის იდეალური ადგილი ფანჯარასთან მდგარი მაგიდა ან აღმოსავლეთის ფანჯრის რაფაა. ჰაერი ძალიან მშრალი არ უნდა იყოს.
ოპტიმალური
ტემპერატურა 23 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. არც 18 გრადუსზე ნაკლებია რეკომენდებული.
წყლის პროცედურები
ეს სპატიფილუმის ყვავილობის უმთავრესი პირობაა. ამ მცენარეს წყლის პროცედურები მთელი წლის განმავლობაში ჭირდება. ზამთარში ყვავილი ზომიერად უნდა მოირწყას, რათა ბევრმა წყალმა და ტემპერატურის ცვალებადობამ მისი ფესვები არ დააზიანოს. წელიწადის სხვა დროს მიწა უნდა იყოს ნამიანი და არა სველი. ყვავილის მორწყვას კვირაში ორჯერ გირჩვეთ, ფოთლები კი სველი ტილოთი გაუწმინდეთ ხოლმე.
დამატებითი კვება
იმისთვის, რომ თქვენმა სპატიფილუმმა სახლის პირობებში თავი კომფორტულად იგრძნოს მარტო წყალი საკმარისი არ არის. კვირაში ერთხელ უნდა გამოიყენოთ ნებისმიერი კომპლექსური სასუქი, რომელიც განკუთვნილი იქნება მოყვავილე მცენარეებისთვის. ზამთარში სასუქის მიწოდების პერიოდულობა შეგიძლიათ შეამციროთ, თვეში 2-ჯერ აბსოლუტურად საკმარისი იქნება.
ახალი ბინა
ყვავილი ყოველ წელს უნდა გადარგათ. ეს გაზაფხულზე უნდა მოხდეს. ქოთანი წინანდელზე ოდნავ დიდი უნდა იყოს. ძალიან დიდი ზომის ქოთანი არ ვარგა, ამ შემთხვევაში მცენარეს გაეზრდება ფოთლები და არა ყვავილები.
გაკრეჭვა
იმისათვის, რომ ამ მცენარემ დიდხანს იყვავილოს უნდა მოაჭრათ ხოლმე ძველი აყვავილებული ტოტები.