საძინებელი, მისაღები, აბაზანა, სამზარეულო: შეარჩიეთ იდეალური მცენარე თითოეული ოთახისთვის


ნამდვილი დიასახლისის სახლში ყველაფერი თავის ადგილზეა, მათ შორის ოთახის მცენარეებიც.

ჩვენ დაგეხმარებით და მოგცემთ რჩევებს, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ მცენარეები თითოეული ოთახისთვის.

საძინებელი



იდეალური მცენარე: ფრანგული ლავანდა

ლავანდას სურნელი დადებითად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე, ხსნის დაძაბულობას და უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.

მისაღები


იდეალური მცენარე: სპატიფილუმი

სპატიფილუმი, იგივე ქალთა ბედნიერება დიდი პოპულარობით სარგებლობს ყვავილების მოყვრულებში თავისის ვიზუალის, კერძოდ პრიალა ხასხასა მწვანე ფოთლების და უცნაური ფორმის თეთრი ყვავილების წყალობით.
ეს მცენარე ნამდვილი ინტერიერის მშვენებაა.

კაბინეტი


იდეალური მცენარე: სანსევიერია

კაბინეტში ოთახის მცენარე უბრალოდ აუცილებელია, ეს ფაქტია. Yყვავილი კი, რომელიც ლიდერია ჟანგბადის გამოყოფაში კაბინეტისთვის მისწრებაა. 

სასადილო ოთახი


იდეალური მცენარე: დრაცენა სანდერა

ალბათ ხშირად მოგიკრავთ თვალი ლამაზი სპირალისებური მწვანე ტოტებისთვის სუპერმარკეტებსა თუ ოფისებში. დიახ, ეს ყვავილი დრაცენა სანდერაა, იგივე ბედნიერების ბამბუკი. ეს მცენარე ძალიან ადვილი მოსავლელია. მას მხოლოდ მზის სინათლე და წყლიანი ჭურჭელი ჭირდება.

აბაზანა


იდეალური მცენარე: გვიმრა

აბაზანაში გარემო ყვავილებისთვის ექსტრემალურს არის მიახლოებული.
აქ ცოტა შუქი და ბევრი ტენია, თითქმის ისე, როგორც ამაზონის ტროპიკებში. ასე რომ, მცენარეც სათანადო უნდა შეირჩეს და საამისოდ გვიმრა იდეალურია.

სამზარეულო


იდეალური მცენარე: სურნელოვანი ფოთლები

არაფერი უხდება სამზარეულოს ისე, როგორ მცენარე, რომელიც კულინარიაშიც გამოიყენება. ასეთი კი საკმაოდ ბევრია.

ლოჯია


იდეალური მცენარე: ალოე

შემინული აივანი ძალიან უხდება მცენარეებს. აქ შეგიძლიათ მოათავსოთ მცენარე, რომელიც ზომის თუ ვიზუალის გამო არცთუ კარგად ჯდება ინტერიერში. ერთ-ერთი ასეთი მცენარე ალოეა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები