ალერგია 21-ე საუკუნის "მოუშორებელი ჭირია". ამ დაავადების სიმპტომები მრავალფეროვანია - შეიძლება ოდნავი გამონაყარითაც გამოიხატოს და ძლიერი კვინკეს შეშუპებითაც დასრულდეს. ცხადია, ამ პრობლემის მაპროვოცირებელი ფაქტორების იგნორირება არ შეიძლება.
თავდაპირველად საღი გონებით უნდა შეაფასოთ ბინა. ხალიჩები, რბილი სათამაშოები და ქოთნის მცენარეები ალერგიის ცნობილი გამომწვევები არიან.
ალერგიული ადამიანები, განსაკუთრებით - ბავშვები სწრაფად რეაგირებენ გარემო ფაქტორებზე, შესაბამისად, ალერგიის განვითარების სპექტრიც უფრო ფართო აქვთ. საქმეს კიდევ უფრო ართულებს ბავშვის ჩვევა, რომ ყველაფერს გემო გაუსინჯოს, მათ შორის ქოთნის მცენარეებსაც. ეს არა მარტო ალერგიის გამოა საშიში, შეიძლება მოწამლოს
თურმე ალერგიული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის ყველაზე სახიფათო მცენარეებია: ალოე, ფურისულა, ოთახის სვია, ჰორტენზია.
ყველა ზემოჩამოთვლილი მცენარე ძალიან პოპულარულია და ოჯახებშიც ხშირად გვხვდება. თითოეულ მათგანს ბევრი სასარგებლო თვისებაც გააჩნია და მათზე უარი არ უნდა თქვათ. უბრალოდ, როცა სახლში ეს მცენარეები და ბავშვები (ან ალერგიული ადამიანები) ერთად არიან, შემდეგი წესები უნდა დაიცვათ:
• ეს მცენარეები ბავშვის ოთახში არ უნდა გააჩეროთ.
• თუ სხვა გამოსავალი არ არის, ბავშვის საწოლისგან 5 მეტრის დისტანციაზე ამყოფეთ.
• ქიმიური გამანოყიერებლები თხევადი სახით გამოიყენეთ. ის ჰერში არ იფანტება და ბავშვს ქიმიკატების შესუნთქვა არ მოუწევს.
• მცენარეთა ფოთლებიდან მტვერი რეგულარულად წმინდეთ. თავადაც გაოცებული დარჩებით, იმდენი ჭუჭყი გროვდება მცენარეების ფოთლებზე.
კომენტარები